„გადავწყვიტე გითხრათ, რატომ აღარ გადის „პროფილი“ - მაია ასათიანი ვიდეოს ავრცელებს
14:01 20.01.2022 (განახლებულია: 19:09 20.01.2022)
© Facebook / TV Show Profileმაია ასათიანი

© Facebook / TV Show Profile
გამოწერა
ტელეწამყვანმა მაია ასათიანმა სოციალური ქსელის მომხმარებლებს საიდუმლო გაუმხილა
ჟურნალისტი მაია ასათიანი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც იმ მიზეზებზე საუბრობს, რიოს გამოც მისი გადაცემა „პროფილი“ ეთერში აღარ გადის. როგორც მაია ამბობს, 30 წელია რაც ჟურნალისტად მუშაობს და თავს უფლება მისცა ცოტა ხანი დაესვენა. მაია ასათიანი ამბობს, რომ ის ტელევიზიას აუცილებლად დაუბრუნდება.
„იმდენად ბევრი მესიჯი მომდის, რატომ არ გადის „პროფილი“, გადავწყვიტე ეს ვიდეო ჩამეწერა. მომიწია დროებით პაუზის აღება. 15 წლიდან ვმუშაობ და მაისში 30 წელი გახდება, რაც ჟურნალისტად ვმუშაობ და მივეცი ჩემ თავს უფლება ცოტა ხანი დამესვენა. შესაბამისად, პროფილიც და ყველა ის გადაცემაც, რომელსაც „პროფილის“ ჯგუფი ამზადებდა, ეთერში არ გადის. მოგვიწია უბრალოდ ასე ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ ყველას, რადგან ძალიან ბევრი წერილი მომდის როდის დავბრუნდები. მე ვცოცხლობ 25-ჯერ წამში… მომიწია ახლა ჩემგან დამოუკიდებელი ფაქტორების გამო ეთერიდან წასვლა. მიყვარხართ ძალიან და მადლობა, რომ აქ ხართ ჩემთან ერთად“, - ამბობს მაია ასათიანი.
ოქტომბრის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ხუთთვიანი თანამშრომლობის შემდეგ ტელეკომპანია „პირველზე“ მაია ასათიანის და შორენა ბეგაშვილის გადაცემები საბოლოოდ დაიხურა, სადაც მაია ასათიანმა პირველი სეზონი 4 აგვისტოს დახურა და მაყურებელს სექტემბრამდე დაემშვიდობა.
2021 წლის აპრილში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-დან წასული მაია ასათიანი საკუთარი გადაცემით ტელეკომპანია „TV პირველზე“ გადავიდა. მაია ასათიანმა არხი სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ში სტრუქტურული რეორგანიზაციიის შემდეგ დატოვა.