https://sputnik-georgia.com/20220120/imnaze-buster-doza-omikroni-263749527.html
პაატა იმნაძე: „ომიკრონის“ შემთხვევაში „ბუსტერი“ 40-ჯერ მეტად იცავს ადამიანს სიკვდილისგან
პაატა იმნაძე: „ომიკრონის“ შემთხვევაში „ბუსტერი“ 40-ჯერ მეტად იცავს ადამიანს სიკვდილისგან
Sputnik საქართველო
შვეიცარიაში ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით, ორჯერ აცრა „ომიკრონის“ შემთხვევაში სიკვდილისგან 9-ჯერ იცავს, ხოლო „ბუსტერი“ 40-ჯერ მეტად იცავს
2022-01-20T11:24+0400
2022-01-20T11:24+0400
2023-08-17T18:16+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1c/252441155_0:0:1025:577_1920x0_80_0_0_bc37005b03b96fe7441973fd57ce5927.jpg
თბილისი, 20 იანვარი - Sputnik. ორჯერ აცრა „ომიკრონის“ შემთხვევაში სიკვდილისგან 9-ჯერ იცავს, ხოლო „ბუსტერი“ 40-ჯერ მეტად იცავს, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ, „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.იმნაძის თქმით, ის ამას შვეიცარიაში ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით ამბობს.იმნაძემ სწრაფი ტესტების შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, ტესტების შესახებ ბევრი ჭორი გავრცელდა ჯერ კიდევ „დელტა“ შტამის გამოჩენის დროს და მაშინაც იგივე საუბარი იყო, რაც დღეს „ომიკრონის“ შემთხვევაშია, რომ სწრაფი ტესტი არ მუშაობს, თუმცა იმნაძის განცხადებით, ეს სიცრუეა.მისი თქმით, ახალი შემთხვევების ნახევარი სწრაფი ტესტითაა გამოვლენილი, თუ სიმპტომები გამომჟღავნდება, ტესტის გაკეთება მაშინვე არაა საჭირო. აუცილებელია თვითიზოლაცია და მე-2 მე-3 დღეს სწრაფი ტესტი კარგად „იჭერს" ვირუსს. იმნაძის თქმით, ვირუსის „დაჭერა" ხანდახან „პისიარ" ტესტსაც უჭირს.„ამას ბევრი მიზეზი აქვს, მაგალითად, შეიძლება ნიმუშის ამღებმა ჩხირი ცხვირში უბრალოდ მოუცაცუნოს. ჩხირი ცხვირ-ხახაში უნდა გადავიდეს, ესაა მასალის კარგი აღება და ამასაც აქვს მნიშვნელობა“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.კორონავირუსის შტამი B.1.1.529, რომელსაც ჯანმომ „ომიკრონი“ უწოდა, ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკაში აღმოაჩინეს გასული წლის ნოემბრის ბოლოს. შტამს ათობით მუტაცია აქვს S-პროტეინში, რომელსაც პათოგენი უჯრედების დასაინფიცირებლად იყენებს. მკვლევარების აზრით, გენომში ესოდენ ბევრი ცვლილება ამ ვარიანტის მაღალ გადამდებობასა და ანტისხეულების მიმართ მედეგობაზე მეტყველებს.საქართველო კორონავირუსის გავრცელების მეექვსე ტალღას ებრძვის. დღეისათვის ქვეყანაში ახალი შტამით „ომიკრონით“ ინფიცირების 1.388 შემთხვევაა დაფიქსირებული.საქართველოში „ომიკრონ" შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევები 2021 წლის 20 დეკემბერს გამოვლინდა. სხვა შტამებისგან განსხვავებით, „ომიკრონი" სწრაფად ვრცელდება, თუმცა უფრო მსუბუქ ფორმებში ვითარდება.ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ „ომიკრონით“ შეიძლება ვაქცინირებულებიც დაინფიცირდნენ და დაავადებაგადატანილებიც.ამ დროისათვის „ომიკრონი“ მსოფლიოს 110 ქვეყანაშია გავრცელებული. აღინიშნება, რომ ახალი შტამის ინფექციურობა 3-7-ჯერ მეტია, ვიდრე წინა ვარიანტებისა. ამასთან მისი ინკუბაციური პერიოდი ორ-ხუთ დღეს შეადგენს, რაც ასევე იმაზე ნაკლებია, ვიდრე წინა შტამებს ახასიათებდა.
https://sputnik-georgia.com/20220120/koronavirusis-distanciuri-mkurnaloba-stati-izrdeba-263747001.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1c/252441155_27:0:936:682_1920x0_80_0_0_6c66a2af378a075dd660c5ca2bdd51f6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
იმნაძე ვაქცინაცია ომიკრონი კორონავირუსი ბუსტერი აცრა
იმნაძე ვაქცინაცია ომიკრონი კორონავირუსი ბუსტერი აცრა
პაატა იმნაძე: „ომიკრონის“ შემთხვევაში „ბუსტერი“ 40-ჯერ მეტად იცავს ადამიანს სიკვდილისგან
11:24 20.01.2022 (განახლებულია: 18:16 17.08.2023) იმნაძის თქმით, ვაქცინა ინფიცირებისგან ნაკლებად, მაგრამ სიკვდილისგან ეფექტურად იცავს.
თბილისი, 20 იანვარი - Sputnik. ორჯერ აცრა „ომიკრონის“ შემთხვევაში სიკვდილისგან 9-ჯერ იცავს, ხოლო „ბუსტერი“ 40-ჯერ მეტად იცავს, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ, „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
იმნაძის თქმით, ის ამას შვეიცარიაში ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით ამბობს.
„ვაქცინები ინფიცირებისგან ნაკლებად, მაგრამ სიკვდილისგან ძალიან ეფექტიანად გვიცავენ“, - განაცხადა იმნაძემ.
იმნაძემ სწრაფი ტესტების შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, ტესტების შესახებ ბევრი ჭორი გავრცელდა ჯერ კიდევ „დელტა“ შტამის გამოჩენის დროს და მაშინაც იგივე საუბარი იყო, რაც დღეს „ომიკრონის“ შემთხვევაშია, რომ სწრაფი ტესტი არ მუშაობს, თუმცა იმნაძის განცხადებით, ეს სიცრუეა.
მისი თქმით, ახალი შემთხვევების ნახევარი სწრაფი ტესტითაა გამოვლენილი, თუ სიმპტომები გამომჟღავნდება, ტესტის გაკეთება მაშინვე არაა საჭირო. აუცილებელია თვითიზოლაცია და მე-2 მე-3 დღეს სწრაფი ტესტი კარგად „იჭერს" ვირუსს.
იმნაძის თქმით, ვირუსის „დაჭერა" ხანდახან „პისიარ" ტესტსაც უჭირს.
„ამას ბევრი მიზეზი აქვს, მაგალითად, შეიძლება ნიმუშის ამღებმა ჩხირი ცხვირში უბრალოდ მოუცაცუნოს. ჩხირი ცხვირ-ხახაში უნდა გადავიდეს, ესაა მასალის კარგი აღება და ამასაც აქვს მნიშვნელობა“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
კორონავირუსის შტამი B.1.1.529, რომელსაც ჯანმომ „ომიკრონი“ უწოდა, ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკაში აღმოაჩინეს გასული წლის ნოემბრის ბოლოს. შტამს ათობით მუტაცია აქვს S-პროტეინში, რომელსაც პათოგენი უჯრედების დასაინფიცირებლად იყენებს. მკვლევარების აზრით, გენომში ესოდენ ბევრი ცვლილება ამ ვარიანტის მაღალ გადამდებობასა და ანტისხეულების მიმართ მედეგობაზე მეტყველებს.
საქართველო კორონავირუსის გავრცელების მეექვსე ტალღას ებრძვის. დღეისათვის ქვეყანაში ახალი შტამით „ომიკრონით“ ინფიცირების 1.388 შემთხვევაა დაფიქსირებული.
საქართველოში „ომიკრონ" შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევები 2021 წლის 20 დეკემბერს გამოვლინდა. სხვა შტამებისგან განსხვავებით, „ომიკრონი" სწრაფად ვრცელდება, თუმცა უფრო მსუბუქ ფორმებში ვითარდება.
ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ „ომიკრონით“ შეიძლება ვაქცინირებულებიც დაინფიცირდნენ და დაავადებაგადატანილებიც.
ამ დროისათვის „ომიკრონი“ მსოფლიოს 110 ქვეყანაშია გავრცელებული. აღინიშნება, რომ ახალი შტამის ინფექციურობა 3-7-ჯერ მეტია, ვიდრე წინა ვარიანტებისა. ამასთან მისი ინკუბაციური პერიოდი ორ-ხუთ დღეს შეადგენს, რაც ასევე იმაზე ნაკლებია, ვიდრე წინა შტამებს ახასიათებდა.