გარდაიცვალა მხატვარი და რეჟისორი ბონდო შოშიტაიშვილი

© photo: Sputnik / Stringerსანთლები
სანთლები - Sputnik საქართველო, 1920, 20.01.2022
გამოწერა
ბონდო შოშიტაიშვილი სცენარის ავტორია ანიმაციური ფილმების „კაცუნები“, „ფაკირი“, „პროფილი და ანფასი“ და სხვ.
თბილისი, 20 იანვარი - Sputnik. გამოჩენილი მხატვარი და მრავალი ქართული მულტფილმის რეჟისორი ბონდო შოშიტაიშვილი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.
შოშიტაიშვილმა დაამთავრა თბილისის მოსე თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი მხატვარ-დეკორატორის სპეციალობით.
1961-1976 წლებში ის მუშაობდა ქართული კინოსტუდიის ანიმაციის განყოფილებაში მხატვრად, ანიმატორად და რეჟისორად. ასევე 1976 წლიდან იყო ანიმაციური ფილმების სტუდია „ორბის“ რეჟისორი, 1996 წლიდან კი ამავე სტუდიის დირექტორი.
შოშიტაიშვილი სცენარის ავტორია ფილმების: „კაცუნები“ (ანიმაციური, 1978), „ფაკირი“ (ანიმაციური, 1979), „პროფილი და ანფასი“ (ანიმაციური, 1988), „ალიყური“ (ანიმაციური, 1989), „განხეთქილების ვაშლი“ (ანიმაციური, 2003). ასევე ანიმატორია ფილმების: „გმირი“ (ანიმაციური, 1963), „ბომბორა“ (ანიმაციური, 1968), „ქვასანაყი“ (ანიმაციური, 1976) და სხვ.
ყველა ახალი ამბავი
0