https://sputnik-georgia.com/20220120/fesburti-saburtalom-da-valensiam-xelsekruleba-gaaformes-263777536.html
ფეხბურთი: „საბურთალომ“ და „ვალენსიამ“ ხელშეკრულება გააფორმეს
ფეხბურთი: „საბურთალომ“ და „ვალენსიამ“ ხელშეკრულება გააფორმეს
Sputnik საქართველო
თანამშრომლობის ძირითად ამოცანას წარმოადგენს „საბურთალოს“ აკადემიის განვითარება, რომელიც უნდა გახდეს მაქსიმალურად პროფესიონალური
2022-01-20T23:04+0400
2022-01-20T23:04+0400
2022-01-20T23:06+0400
სპორტი
ახალი ამბები
საქართველო
ესპანეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/09/262710306_0:211:2035:1356_1920x0_80_0_0_738328095be1b4915771e8e29105dfe6.jpg
თბილისი, 20 იანვარი – Sputnik. საფეხბურთო კლუბ „საბურთალომ" (თბილისი) და ესპანურმა „ვალენსიამ" სამწლიან თანამშრომლობაზე ხელშეკრულება გააფორმეს, ნათქვამია კლუბის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პროექტი მრავალმხრივი გახდება. ესპანურ კლუბს „საბურთალოში“ თავისი წარმომადგენელი ეყოლება, რომელიც ადგილზე მონიტორინგს განახორციელებს და პროცესს უხელმძღვანელებს. გარდა ამისა, კლუბებს შორის გაცვლითი პროგრამა იმოქმედებს. მწვრთნელები გაივლიან კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს, ნიჭიერი ბავშვები სტაჟირებაზე გაემგზავრებიან, ასაკობრივი გუნდები მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო ტურნირებში, ხოლო კლუბების ხელმძღვანელებს შორის მუდმივი კომუნიკაცია იქნება.თავის მხრივ, „ვალენსიის“ ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ თანამშრომლობის ძირითად ამოცანას წარმოადგენს „საბურთალოს“ აკადემიის განვითარება, რომელიც უნდა გახდეს მაქსიმალურად პროფესიონალური და საკუთარი იდენტობა მოიპოვოს.„ვალენსია” სისტემატურად საერთაშორისო პროექტების ძიებაშია. სასიამოვნოა, რომ თბილისის „საბურთალოსთან” მეგობრული და რაც მთავარია, საქმიანი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ხედვები ერთმანეთს დაემთხვა“, - აღნიშნა „ვალენსიის“ აკადემიის დირექტორმა შონ ბაისმა.აღსანიშნავია, რომ ამ თანამშრომლობის ფარგლებში გაჩნდება შესაძლებლობა, „საბურთალო“ უეფას „კონფერენს ლიგისთვის“ გაძლიერდეს „ვალენსიის“ მოთამაშეებით.„საბურთალომ“ უეფას „კონფერენს ლიგაში“ მონაწილეობის უფლება მას შემდეგ მოიპოვა, რაც საქართველოს თასის მფლობელი გახდა. დედაქალაქელებმა ფინალში მინიმალური ანგარიშით 1:0 წყალტუბოს „სამგურალი“ დაამარცხეს.წყარო - საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ ვებგვერდი
საქართველო
ესპანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/09/262710306_0:226:1506:1356_1920x0_80_0_0_53ccfe0b94d3a00cdec70aa3cd2a300c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ფეხბურთი „საბურთალო“ „ვალენსია“ ხელშეკრულება
ფეხბურთი „საბურთალო“ „ვალენსია“ ხელშეკრულება
ფეხბურთი: „საბურთალომ“ და „ვალენსიამ“ ხელშეკრულება გააფორმეს
23:04 20.01.2022 (განახლებულია: 23:06 20.01.2022) თანამშრომლობის ძირითად ამოცანას წარმოადგენს „საბურთალოს“ აკადემიის განვითარება, რომელიც უნდა გახდეს მაქსიმალურად პროფესიონალური და საკუთარი იდენტობა მოიპოვოს, მიაჩნიათ ესპანელებს
თბილისი, 20 იანვარი – Sputnik. საფეხბურთო კლუბ „საბურთალომ" (თბილისი) და ესპანურმა „ვალენსიამ" სამწლიან თანამშრომლობაზე ხელშეკრულება გააფორმეს, ნათქვამია კლუბის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პროექტი მრავალმხრივი გახდება. ესპანურ კლუბს „საბურთალოში“ თავისი წარმომადგენელი ეყოლება, რომელიც ადგილზე მონიტორინგს განახორციელებს და პროცესს უხელმძღვანელებს. გარდა ამისა, კლუბებს შორის გაცვლითი პროგრამა იმოქმედებს. მწვრთნელები გაივლიან კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს, ნიჭიერი ბავშვები სტაჟირებაზე გაემგზავრებიან, ასაკობრივი გუნდები მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო ტურნირებში, ხოლო კლუბების ხელმძღვანელებს შორის მუდმივი კომუნიკაცია იქნება.
„ვალენსია” დიდი ტრადიციების მქონე, ძალიან ძლიერი და წარმატებული კლუბია. მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტი 3 წლიანია, მჯერა თანამშრომლობა უფრო ხანგძლივი იქნება“, - განაცხადა საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.
თავის მხრივ, „ვალენსიის“ ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ თანამშრომლობის ძირითად ამოცანას წარმოადგენს „საბურთალოს“ აკადემიის განვითარება, რომელიც უნდა გახდეს მაქსიმალურად პროფესიონალური და საკუთარი იდენტობა მოიპოვოს.
„ვალენსია” სისტემატურად საერთაშორისო პროექტების ძიებაშია. სასიამოვნოა, რომ თბილისის „საბურთალოსთან” მეგობრული და რაც მთავარია, საქმიანი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ხედვები ერთმანეთს დაემთხვა“, - აღნიშნა „ვალენსიის“ აკადემიის დირექტორმა შონ ბაისმა.
აღსანიშნავია, რომ ამ თანამშრომლობის ფარგლებში გაჩნდება შესაძლებლობა, „საბურთალო“ უეფას „კონფერენს ლიგისთვის“ გაძლიერდეს „ვალენსიის“ მოთამაშეებით.
„საბურთალომ“ უეფას „კონფერენს ლიგაში“ მონაწილეობის უფლება მას შემდეგ მოიპოვა, რაც საქართველოს თასის მფლობელი გახდა. დედაქალაქელებმა ფინალში მინიმალური ანგარიშით 1:0 წყალტუბოს „სამგურალი“ დაამარცხეს.