Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

6,3 ათასზე მეტი: როგორი ეპიდვითარებაა საქართველოს რეგიონებში

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliპირბადიანი ადამიანები
პირბადიანი ადამიანები - Sputnik საქართველო, 1920, 20.01.2022
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 6.351-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.021.943-ს მიაღწია.
თბილისი, 20 იანვარი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 6.351შემთხვევიდან ყველაზე მეტი — 3.742 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე აჭარის რეგიონი, შემდეგ კი იმერეთია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:

აჭარა – 903, იმერეთი – 510, შიდა ქართლი – 238, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 211, ქვემო ქართლი – 196, კახეთი – 187, სამცხე-ჯავახეთი – 134, მცხეთა-მთიანეთი – 130, გურია – 92, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – რვა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3.043 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 946.255-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 27 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 14.582-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 61.080 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 4.443 პაციენტი. მათ შორის, თბილისში – 1.912, იმერეთში – 809 , აჭარაში – 612.
1.010 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 276 პირი, მათგან თბილისში – 157, აჭარაში – 48, იმერეთში – 21.
კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 1.746 ადამიანი, მათ შორის 1.006 – თბილისში, 554 – აჭარაში.
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 20.01.2022
COVID-19 - ბოლო ცნობები
COVID-19 საქართველოში: ახალი მონაცემები – 20 იანვარი
54.891 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 46 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 40, აჭარაში – 6.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 6.351-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.021.943-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0