https://sputnik-georgia.com/20220119/saqartvelos-saavadmyofoebsi-infeqciebis-gavrcelebis-monitoringi-daiwyo-263745621.html
საქართველოს საავადმყოფოებში ინფექციების გავრცელების მონიტორინგი დაიწყო
საქართველოს საავადმყოფოებში ინფექციების გავრცელების მონიტორინგი დაიწყო
Sputnik საქართველო
კლინიკების მონიტორინგი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით მიმდინარეობს
2022-01-19T22:03+0400
2022-01-19T22:03+0400
2022-01-19T22:04+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24816/27/248162710_0:64:1755:1051_1920x0_80_0_0_aed507d1460cd4c648445a21a31b72d4.jpg
თბილისი, 19 იანვარი - Sputnik. საქართველოს კლინიკებში ინფექციების პრევენციისა და კონტროლის მონიტორინგი მიმდინარეობს, იუწყება ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო.10 თებერვლის ჩათვლით ექსპერტები შეამოწმებენ 34 დაწესებულებას, აღნიშნავენ უწყებაში.კლინიკების მონიტორინგი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით მიმდინარეობს. პროექტის ექსპერტების შერჩევასა და საორგანიზაციო საკითხებს უზრუნველყოფს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ა(ა)იპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი.რამდენიმე კვირის წინ ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ისაუბრა ინფექციების კონტროლის დიდ მნიშვნელობაზე, ვინაიდან ხშირად ლეტალური დასასრულის მიზეზი არა კორონავირუსი, არამედ ჰოსპიტალური ინფექციაა.ამას მოჰყვა საქართველოს მთავარი ინფექციონისტის თენგიზ ცერცვაძის პასუხი. მან განაცხადა, რომ კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები სხვებზე ხშირად ხვდებიან რეანიმაციაში, სადაც არცთუ იშვიათია ჰოსპიტალური ინფექციები, ამიტომ დიდია ინტუბირებული კოვიდ-პაციენტების ინფექციით დასნეულების ალბათობა.ცერცვაძის თქმით, ჰოსპიტალური ინფექციების პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა ინფრასტრუქტურული ცვლილებები, ახალი შენობები, ახლად გარემონტებული ოთახები, ერთჯერადი ინსტრუმენტები, ვენტილაციისა და სტერილიზაციის ძალიან კარგი სისტემები.როგორც ცერცვაძემ განმარტა, ჰოსპიტალური ინფექციების საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია ინსულტიანი, ინფარქტიანი, ონკოლოგიური, კოვიდინფიცირებული პაციენტებისთვის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24816/27/248162710_133:0:1620:1115_1920x0_80_0_0_c85ab50e7b758615292e1ce6f0e5b0ff.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო საავადმყოფოები ინფექციები გავრცელება მონიტორინგი
საქართველო საავადმყოფოები ინფექციები გავრცელება მონიტორინგი
საქართველოს საავადმყოფოებში ინფექციების გავრცელების მონიტორინგი დაიწყო
22:03 19.01.2022 (განახლებულია: 22:04 19.01.2022) კლინიკების მონიტორინგი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით მიმდინარეობს
თბილისი, 19 იანვარი - Sputnik. საქართველოს კლინიკებში ინფექციების პრევენციისა და კონტროლის მონიტორინგი მიმდინარეობს, იუწყება ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო.
10 თებერვლის ჩათვლით ექსპერტები შეამოწმებენ 34 დაწესებულებას, აღნიშნავენ უწყებაში.
„კონტროლის ეს მექანიზმი არსებითად მნიშვნელოვანია ყველა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისთვის, განსაკუთრებით კი ახლა, კოვიდ-ინფექციის გავრცელების პერიოდში“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.
კლინიკების მონიტორინგი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით მიმდინარეობს. პროექტის ექსპერტების შერჩევასა და საორგანიზაციო საკითხებს უზრუნველყოფს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ა(ა)იპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი.
რამდენიმე კვირის წინ ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ისაუბრა ინფექციების კონტროლის დიდ მნიშვნელობაზე, ვინაიდან ხშირად ლეტალური დასასრულის მიზეზი არა კორონავირუსი, არამედ ჰოსპიტალური ინფექციაა.
ამას მოჰყვა საქართველოს მთავარი ინფექციონისტის თენგიზ ცერცვაძის პასუხი. მან განაცხადა, რომ კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები სხვებზე ხშირად ხვდებიან რეანიმაციაში, სადაც არცთუ იშვიათია ჰოსპიტალური ინფექციები, ამიტომ დიდია ინტუბირებული კოვიდ-პაციენტების ინფექციით დასნეულების ალბათობა.
ცერცვაძის თქმით, ჰოსპიტალური ინფექციების პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა ინფრასტრუქტურული ცვლილებები, ახალი შენობები, ახლად გარემონტებული ოთახები, ერთჯერადი ინსტრუმენტები, ვენტილაციისა და სტერილიზაციის ძალიან კარგი სისტემები.
როგორც ცერცვაძემ განმარტა, ჰოსპიტალური ინფექციების საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია ინსულტიანი, ინფარქტიანი, ონკოლოგიური, კოვიდინფიცირებული პაციენტებისთვის.