https://sputnik-georgia.com/20220119/saqartvelos-kovid-pasporti-sveicariam-ariara-263743445.html
საქართველოს კოვიდ-პასპორტი შვეიცარიამ აღიარა
საქართველოს კოვიდ-პასპორტი შვეიცარიამ აღიარა
Sputnik საქართველო
კოვიდ-პასპორტთან ერთად შვეიცარიაში ჩასულთათვის კვლავ სავალდებულო რჩება კორონავირუსზე ტესტის ჩატარება.
2022-01-19T20:35+0400
2022-01-19T20:35+0400
2022-01-19T20:36+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23252/59/232525941_0:79:1498:922_1920x0_80_0_0_3827bf861920ce4b9b24ec7d8878a3c5.jpg
თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. შვეიცარიამ საქართველოს კოვიდ-პასპორტები აღიარა.საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შვეიცარიის ჯანდაცვის ფედერალური დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სიაში, რომელთა კოვიდ-სერტიფიკატებსაც შვეიცარია აღიარებს, საქართველოც მოხვდა. საქართველოს გარდა, ჩამონათვალში კიდევ 27 ქვეყანაა, მათ შორის სომხეთი და უკრაინა.ამასთან ერთად, უწყება საქართველოდან შვეიცარიაში მოგზაურობის მსურველებს აფრთხილებს, რომ ქვეყანაში ჩასვლისას, კოვიდ-პასპორტთან ერთად, კვლავ სავალდებულოა კორონავირუსზე ტესტის ჩატარება.გასული წლის ნოემბერში ქართული კოვიდ-პასპორტი ევროკავშირმაც აღიარა.საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების სერტიფიკატს, ევროკავშირის ტერიტორიაზე გადაადგილება დაბრკოლების გარეშე შეუძლიათ.„მწვანე პასპორტებისთვის" სპეციალური აპლიკაციაა შექმნილი, რომლის ჩამოტვირთვაც სმარტფონებიდანაა შესაძლებელი.საქართველოში ე.წ. „მწვანე პასპორტები“ 1 დეკემბრიდან ამოქმედდა. გარკვეულ დაწესებულებებში შესვლა მხოლოდ კოვიდ-პასპორტით არის შესაძლებელი. მოთხოვნა 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის და ასევე ტურისტებისთვის მოქმედებს.წყარო - საქართველოში შვეიცარიის საელჩო
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23252/59/232525941_82:0:1415:1000_1920x0_80_0_0_4f4b080435d6afe1613d4f2a2371eba0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო კოვიდ-პასპორტი შვეიცარია
საქართველო კოვიდ-პასპორტი შვეიცარია
საქართველოს კოვიდ-პასპორტი შვეიცარიამ აღიარა
20:35 19.01.2022 (განახლებულია: 20:36 19.01.2022) ამ ეტაპზე კოვიდ-პასპორტთან ერთად შვეიცარიაში ჩასულთათვის კვლავ სავალდებულო რჩება კორონავირუსზე ტესტის ჩატარება.
თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. შვეიცარიამ საქართველოს კოვიდ-პასპორტები აღიარა.
საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შვეიცარიის ჯანდაცვის ფედერალური დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სიაში, რომელთა კოვიდ-სერტიფიკატებსაც შვეიცარია აღიარებს, საქართველოც მოხვდა.
საქართველოს გარდა, ჩამონათვალში კიდევ 27 ქვეყანაა, მათ შორის სომხეთი და უკრაინა.
ამასთან ერთად, უწყება საქართველოდან შვეიცარიაში მოგზაურობის მსურველებს აფრთხილებს, რომ ქვეყანაში ჩასვლისას, კოვიდ-პასპორტთან ერთად, კვლავ სავალდებულოა კორონავირუსზე ტესტის ჩატარება.
გასული წლის ნოემბერში ქართული კოვიდ-პასპორტი ევროკავშირმაც აღიარა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების სერტიფიკატს, ევროკავშირის ტერიტორიაზე გადაადგილება დაბრკოლების გარეშე შეუძლიათ.
„მწვანე პასპორტებისთვის" სპეციალური აპლიკაციაა შექმნილი, რომლის ჩამოტვირთვაც სმარტფონებიდანაა შესაძლებელი.
საქართველოში ე.წ. „მწვანე პასპორტები“ 1 დეკემბრიდან ამოქმედდა. გარკვეულ დაწესებულებებში შესვლა მხოლოდ კოვიდ-პასპორტით არის შესაძლებელი. მოთხოვნა 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის და ასევე ტურისტებისთვის მოქმედებს.