https://sputnik-georgia.com/20220119/sami-udzlieresi-pilmi-penelopa-krusis-monawileobit-263721575.html
სამი უძლიერესი ფილმი პენელოპა კრუსის მონაწილეობით, რომელიც ეკრანებზე 2022 წელს გამოდის
სამი უძლიერესი ფილმი პენელოპა კრუსის მონაწილეობით, რომელიც ეკრანებზე 2022 წელს გამოდის
Sputnik საქართველო
2022 წელს მაყურებელი პენელოპა კრუსის მონაწილეობით ერთდროულად სამ ფილმს ნახავს. 19.01.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-01-19T11:24+0400
2022-01-19T11:24+0400
2022-01-19T22:01+0400
ყვითელი ამბები
საზოგადოება
ესპანეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/06/263409814_0:58:1600:958_1920x0_80_0_0_258dd5e499ca2993e20ca5207e842fa3.jpg
სამივე მათგანს კინოკრიტიკოსები უკვე აძლევენ მაღალ შეფასებასა და თვლიან, რომ 2022 წელი პენესთვის საუკეთესო იქნება. პირველი ამ სამეულში გახლავთ პედრო ალმადოვარის „პარალელური დედები“. ფილმი 2021 წელს „ვენეციის კინოფესტივალზე“ აჩვენეს, სადაც მან ფურორი მოახდინა.ფილმი ორი ქალის ისტორიას გვიყვება, რომელიც ერთმანეთს სამშობიარო სახლში ხვდებიან. გარდა იმისა, რომ ალმადოვარის ახალი ფილმი დედებისა და შვილების გასაოცარ კავშირზე გვიყვება, ის ასევე სვამს მარადიულ კითხვას, რა არის იდეალური ოჯახური ცხოვრების საიდუმლო.მეორე ამ ჩამონათვალში გახლავთ საიმონ კინბერგის ჯაშუშური დრამა „კოდი 355“, სადაც პენელოპას პარტნიორობას უწევენ ჯესიკა ჩესტეინი, ლუპიტა ნიონგო და დაიან კრიუგერი. ფილმი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების სპეცსამსახურების თანამშრომელი ქალების ამბავს გვიყვება, რომლებიც ერთიანდებიან, რათა მასიური განადგურების იარაღის წარმოება შეაჩერონ.„ზღვარზე“, ასე ჰქვია ესპანეთისა და ბელგიის ერთობლივ პროდუქციას, რომელიც რეჟისორმა ხუან დიეგო ბოტომ გადაიღო. ეს გახლავთ ერთ დღეს განვითარებული ისტორიების კრებული, რომელიც ბოლოს ლოგიკური ჯაჭვით იკვრება.
ესპანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/06/263409814_44:0:1467:1067_1920x0_80_0_0_28397d81d4290f94413c364dabf0f191.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სამი უძლიერესი ფილმი პენელოპა კრუსი
სამი უძლიერესი ფილმი პენელოპა კრუსი
სამი უძლიერესი ფილმი პენელოპა კრუსის მონაწილეობით, რომელიც ეკრანებზე 2022 წელს გამოდის
11:24 19.01.2022 (განახლებულია: 22:01 19.01.2022) 2022 წელს მაყურებელი პენელოპა კრუსის მონაწილეობით ერთდროულად სამ ფილმს ნახავს.
სამივე მათგანს კინოკრიტიკოსები უკვე აძლევენ მაღალ შეფასებასა და თვლიან, რომ 2022 წელი პენესთვის საუკეთესო იქნება. პირველი ამ სამეულში გახლავთ პედრო ალმადოვარის „პარალელური დედები“. ფილმი 2021 წელს „ვენეციის კინოფესტივალზე“ აჩვენეს, სადაც მან ფურორი მოახდინა.
ფილმი ორი ქალის ისტორიას გვიყვება, რომელიც ერთმანეთს სამშობიარო სახლში ხვდებიან. გარდა იმისა, რომ ალმადოვარის ახალი ფილმი დედებისა და შვილების გასაოცარ კავშირზე გვიყვება, ის ასევე სვამს მარადიულ კითხვას, რა არის იდეალური ოჯახური ცხოვრების საიდუმლო.
მეორე ამ ჩამონათვალში გახლავთ საიმონ კინბერგის ჯაშუშური დრამა „კოდი 355“, სადაც პენელოპას პარტნიორობას უწევენ ჯესიკა ჩესტეინი, ლუპიტა ნიონგო და დაიან კრიუგერი. ფილმი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების სპეცსამსახურების თანამშრომელი ქალების ამბავს გვიყვება, რომლებიც ერთიანდებიან, რათა მასიური განადგურების იარაღის წარმოება შეაჩერონ.
„ზღვარზე“, ასე ჰქვია ესპანეთისა და ბელგიის ერთობლივ პროდუქციას, რომელიც რეჟისორმა ხუან დიეგო ბოტომ გადაიღო. ეს გახლავთ ერთ დღეს განვითარებული ისტორიების კრებული, რომელიც ბოლოს ლოგიკური ჯაჭვით იკვრება.