რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე კვლავ შეზღუდვები დაწესდა

© photo: Sputnik / Stringerრუსეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე
რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე - Sputnik საქართველო, 1920, 19.01.2022
გამოწერა
ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხორციელდება გაუჩერებლად, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით
თბილისი, 19 იანვარი– Sputnik. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე კვლავ შეზღუდვები დაწესდა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლისა და ლიპყინულის გამო გუდაური–კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხორციელდება გაუჩერებლად, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით.
წყარო - საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ყველა ახალი ამბავი
0