Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„კეთილი იყოს შენი ფეხი ამ სამყაროში“ - ნუკა კვალიაშვილი გოგონას დედა გახდა

© courtesy of Nuka Kvaliashviliნუკა კვალიაშვილი და გოჩა გელაშვილი
ნუკა კვალიაშვილი და გოჩა გელაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 19.01.2022
გამოწერა
ცნობილი მომღერლის ეკა კვალიაშვილის გოგონას მესამე შვილი შეეძინა
მომღერალი ნუკა კვალიაშვილი 4 იანვარს მესამე შვილის - ალექსანდრას დედა გახდა. პატარა გაგუას კლინიკაში მოევინა სამყაროს და წყვილმა უამრავი მილოცვა მიიღო სოციალურ ქსელში.
ნუკა კვალიაშვილი პოპულარული 2013 წელს ტელეშოუ „საქართველოს ვარსკვლავის“ საშუალებით გახდა. ნუკა ცნობილი ოჯახიდანაა, მისი დედა ასევე ცნობილი მომღერალი ეკა კვალიაშვილია. განსხვავებული სტილითა და ვოკალური მონაცემებით ნუკამ ეკრანზე გამოჩენიდან ძალიან მალე მოახერხა საზოგადოებისთვის თავის შეყვარება. მას შემდეგ კი მისი კარიერა და პირადი ცხოვრება მუდმივად ინტერესის საგანია.
როგორც ცნობილია, მომღერალს მისმა რჩეულმა გოჩა გელაშვილმა ხელი სთხოვა. ვიდეო „ფეისბუქზე“ თავად ნუკამ გამოაქვეყნა.
ნუკა კვალიაშვილი პირველად ნიკუშა კობახიძეზე იყო დაქორწინებული. წყვილს ორი შვილი ლუკა და სანი შეეძინა, თუმცა ისინი ერთმანეთს რამდენიმეწლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდნენ. ამის შესახებ ნუკამ სოციალურ ქსელში საჯაროდ ისაუბრა, დაშორების მიზეზად კი ის დაასახელა, რომ წყვილი ერთმანეთს ვეღარ უგებდა.
ყველა ახალი ამბავი
0