https://sputnik-georgia.com/20220119/namaxvanhesis-sakitxi-mtavrobas-enka-stan-dava-ar-surs-263743617.html
„ნამახვანჰესის“ საკითხი - მთავრობას ENKA-სთან დავა არ სურს
„ნამახვანჰესის“ საკითხი - მთავრობას ENKA-სთან დავა არ სურს
Sputnik საქართველო
ENKA საქართველოს მთავრობას კონტრაქტის პირობების დარღვევაში ადანაშაულებს და არბიტრაჟში ჩივილს გეგმავს
2022-01-19T20:47+0400
2022-01-19T20:47+0400
2022-01-19T20:48+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ენერგეტიკა
ვნებათაღელვა „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1d/251315427_0:0:1281:721_1920x0_80_0_0_9b7c0813e6258d8750a4cedd92e5335b.jpg
თბილისი, 19 იანვარი - Sputnik. საქართველოს მთავრობას თურქულ ინვესტორთან, კომპანია ЕNKA-სთან მშვიდობიანად მოლაპარაკება სურს, აღნიშნა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან საუბრისას.თურქულმა კომპანია ЕNKA-მ 2020 წლის 20 სექტემბერს საქართველოს ხელისუფლება გააფრთხილა, რომ ერთ თვეში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის შესახებ ხელშეკრულების გაწყვეტას აპირებდა, იანვარში კი საქართველოში თავისი ოფისები დახურა. „ნამახვანჰესი“ს პროექტის ხორცშესხმის შემთხვევაში საქართველოს ერთბაშად ორი ახალი ჰიდროელექტროსადგური ექნებოდა (333 მგვტ და 100 მგვტ სიმძლავრის).კომპანია ENKA საქართველოს მთავრობას კონტრაქტის პირობების დარღვევაში ადანაშაულებს და საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად გეგმავს, საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართოს.საქართველოს მთავრობამ 2019 წელს „ნამახვანჰესის“ კასკადის პროექტის შექმნის, მშენებლობის, ფლობისა და ექსპლუატაციის უფლება თურქულ კომპანია ENKA-ს და ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group-ს გადასცა. პროექტის დასრულების შემდეგ საქართველოში ელექტროენერგიის წლიური წარმოება 15%-ით უნდა გაზრდილიყო.კასკადის მშენებლობაში 830 მილიონი დოლარის დაბანდება იგეგმებოდა. თუმცა მრავალრიცხოვანი დაბრკოლებისა და ფორსმაჟორული გარემოებების გამო ENKA-მ ხელშეკრულების გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.საქართველოში ათ თვეზე მეტხანს გრძელდებოდა „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა პერმანენტული აქციები რიონის ხეობაში.კასკადის მშენებლობის მოწინააღმდეგეები ითხოვდნენ საქართველოს მთავრობასა და კომპანია ENKA-ს შორის ხელშეკრულების ანულირებას, რომელიც, მათი თქმით, შედგენილი იყო საქართველოსთვის არახელსაყრელი პირობებით. დემონსტრანტები ითხოვდნენ ყველა იმ პირის გამოვლენას, რომელსაც მშენებლობის დაწყების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებასთან კავშირი ჰქონდა, ასევე ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას გადადგომას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1d/251315427_128:0:1135:755_1920x0_80_0_0_88b65e7bd7168c2c4c282104b12227d7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
„ნამახვანჰესი“ საკითხი მთავრობა enka დავა
„ნამახვანჰესი“ საკითხი მთავრობა enka დავა
„ნამახვანჰესის“ საკითხი - მთავრობას ENKA-სთან დავა არ სურს
20:47 19.01.2022 (განახლებულია: 20:48 19.01.2022) ENKA საქართველოს მთავრობას კონტრაქტის პირობების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს და საარბიტრაჟო სასამართლოში ჩივილს გეგმავს
თბილისი, 19 იანვარი - Sputnik. საქართველოს მთავრობას თურქულ ინვესტორთან, კომპანია ЕNKA-სთან მშვიდობიანად მოლაპარაკება სურს, აღნიშნა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
თურქულმა კომპანია ЕNKA-მ 2020 წლის 20 სექტემბერს საქართველოს ხელისუფლება გააფრთხილა, რომ ერთ თვეში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის შესახებ ხელშეკრულების გაწყვეტას აპირებდა, იანვარში კი საქართველოში თავისი ოფისები დახურა. „ნამახვანჰესი“ს პროექტის ხორცშესხმის შემთხვევაში საქართველოს ერთბაშად ორი ახალი ჰიდროელექტროსადგური ექნებოდა (333 მგვტ და 100 მგვტ სიმძლავრის).
„ჩვენ შევეცდებით დავხუროთ ინვესტორთან ამ ურთიერთობების გვერდი არბიტრაჟის გარეშე. თუ დავინახავთ, რომ ინვესტორი მზადაა, გახდეს უფრო მოქნილი და სწორად უპასუხოს მოსახლეობის კითხვებს გარემოს დაცვასთან დაკავშირებით, დაბრუნდეს საქართველოში, ჩვენ ამაზე სალაპარაკოდ მზად ვიქნებით. თუ მოლაპარაკების შედეგად ისე აღმოჩნდება, რომ უმჯობესი იქნება ინვესტორთან დაშორება, ეს დავის გარეშე უნდა მოხდეს“, - აღნიშნა თურნავამ.
კომპანია ENKA საქართველოს მთავრობას კონტრაქტის პირობების დარღვევაში ადანაშაულებს და საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად გეგმავს, საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართოს.
საქართველოს მთავრობამ 2019 წელს „ნამახვანჰესის“ კასკადის პროექტის შექმნის, მშენებლობის, ფლობისა და ექსპლუატაციის უფლება თურქულ კომპანია ENKA-ს და ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group-ს გადასცა. პროექტის დასრულების შემდეგ საქართველოში ელექტროენერგიის წლიური წარმოება 15%-ით უნდა გაზრდილიყო.
კასკადის მშენებლობაში 830 მილიონი დოლარის დაბანდება იგეგმებოდა. თუმცა მრავალრიცხოვანი დაბრკოლებისა და ფორსმაჟორული გარემოებების გამო ENKA-მ ხელშეკრულების გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.
საქართველოში ათ თვეზე მეტხანს გრძელდებოდა „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა პერმანენტული აქციები რიონის ხეობაში.
კასკადის მშენებლობის მოწინააღმდეგეები ითხოვდნენ საქართველოს მთავრობასა და კომპანია ENKA-ს შორის ხელშეკრულების ანულირებას, რომელიც, მათი თქმით, შედგენილი იყო საქართველოსთვის არახელსაყრელი პირობებით. დემონსტრანტები ითხოვდნენ ყველა იმ პირის გამოვლენას, რომელსაც მშენებლობის დაწყების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებასთან კავშირი ჰქონდა, ასევე ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას გადადგომას.