https://sputnik-georgia.com/20220119/morwmuneebma-yinvashi-zgvashi-ibanaves-video-263739636.html
მორწმუნეებმა თოვლში და ყინვაში ზღვაში იბანავეს - ვიდეო
მორწმუნეებმა თოვლში და ყინვაში ზღვაში იბანავეს - ვიდეო
Sputnik საქართველო
ნათლისღების დღესასწაულზე ბათუმში სასულიერო პირები ყოველ წელს აკურთხებენ წყალს, შემდეგ კი იმართება ტრადიციული ბანაობა ზღვაში. 19.01.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-01-19T18:20+0400
2022-01-19T18:20+0400
2022-01-19T18:20+0400
ვიდეო
მულტიმედია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/13/263739086_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_0575af567ca72b3079f38d9a633455b7.jpg
მორწმუნეები ზღვის სანაპიროზე მივიდნენ და ნაკურთხ წყალში იბანავეს. სანაპიროზე მორიგეობდნენ მაშველები. ვინაიდან ბათუმში თოვდა, სანაპიროზე მისულმა მორწმუნეებმა გათბობის მიზნით ცეცხლი დაანთეს.ქართული ეკლესია 19 იანვარს აღნიშნავს 12-დან ერთ-ერთ უმთავრეს ქრისტიანულ დღესასწაულს - ნათლისღებას. ნათლისღება სახელმწიფო დღესასწაულია და ოფიციალურად დასვენების დღედაა გამოცხადებული. პანდემიის გამო, საპატრიარქომ ტრადიციული მსვლელობის გამართვაზე უარი თქვა.ნათლისღების დღესასწაულზე მორწმუნეები იესოს ნათლობას იხსენებენ. სახარების თანახმად, იოანე ნათლისმცემელმა სწორედ ამ დღეს განათლა 30 წლის იესო ქრისტე მდინარე იორდანეში. ამ დღეს ღვთის განცხადებაც ეწოდება, რადგანაც სწორედ მაშინ, როდესაც მონათლული იესო მდინარიდან ამოვიდა, პირველად განცხადდა წმინდა სამება: ძე ნათელს იღებდა, სულიწმიდა მტრედის სახით ჩანდა, ხოლო ციდან ისმოდა მამა ღმერთის ხმა: „ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელ მე სათნო ვიყავ“.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/13/263739086_165:0:1125:720_1920x0_80_0_0_214f32dc2612909f6a6037e310932a9b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ვიდეო, მულტიმედია, видео
მორწმუნეებმა თოვლში და ყინვაში ზღვაში იბანავეს - ვიდეო
ნათლისღების დღესასწაულზე ბათუმში სასულიერო პირები ყოველ წელს აკურთხებენ წყალს, შემდეგ კი იმართება ტრადიციული ბანაობა ზღვაში.
მორწმუნეები ზღვის სანაპიროზე მივიდნენ და ნაკურთხ წყალში იბანავეს. სანაპიროზე მორიგეობდნენ მაშველები. ვინაიდან ბათუმში თოვდა, სანაპიროზე მისულმა მორწმუნეებმა გათბობის მიზნით ცეცხლი დაანთეს.
ქართული ეკლესია 19 იანვარს აღნიშნავს 12-დან ერთ-ერთ უმთავრეს ქრისტიანულ დღესასწაულს - ნათლისღებას. ნათლისღება სახელმწიფო დღესასწაულია და ოფიციალურად დასვენების დღედაა გამოცხადებული. პანდემიის გამო, საპატრიარქომ ტრადიციული მსვლელობის გამართვაზე უარი თქვა.
ნათლისღების დღესასწაულზე მორწმუნეები იესოს ნათლობას იხსენებენ. სახარების თანახმად, იოანე ნათლისმცემელმა სწორედ ამ დღეს განათლა 30 წლის იესო ქრისტე მდინარე იორდანეში. ამ დღეს ღვთის განცხადებაც ეწოდება, რადგანაც სწორედ მაშინ, როდესაც მონათლული იესო მდინარიდან ამოვიდა, პირველად განცხადდა წმინდა სამება: ძე ნათელს იღებდა, სულიწმიდა მტრედის სახით ჩანდა, ხოლო ციდან ისმოდა მამა ღმერთის ხმა: „ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელ მე სათნო ვიყავ“.