https://sputnik-georgia.com/20220119/lasha-gurgenidze-xeli-coli-263730256.html
რატომ სთხოვა ორი წლის მოყვანილ ცოლს ლაშა გურგენიძემ ხელახლა ხელი? - მსახიობის აღიარება
რატომ სთხოვა ორი წლის მოყვანილ ცოლს ლაშა გურგენიძემ ხელახლა ხელი? - მსახიობის აღიარება
Sputnik საქართველო
აღმოჩნდა, რომ „ცეკვავენ ვარსკვავების“ მონაწილემ ხელი ორი წლის წინ მოყვანილ ცოლს სთხოვა. 19.01.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-01-19T17:58+0400
2022-01-19T17:58+0400
2022-01-20T00:40+0400
ყვითელი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/13/263729800_0:263:1365:1031_1920x0_80_0_0_9e3e89cc6e670cd8e7aaaa06fb87a4ac.jpg
მსახიობი და პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მონაწილე ლაშა გურგენიძე ჟურნალ „სარკეს“ ესაუბრება იმის შესახებ, თუ რატომ გადაწყვიტა საყვარელი ქალისთვის ხელი ეთხოვა ქორწინებიდან ორი წლის შემდეგ.ეს „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ფინალზე მოხდა. ლაშამ გოგონას უთხრა: „მიყვარხარ ცამდე, მზად ხარ გამიძლო მთელი ცხოვრება?“, რაზეც საყვარელი ქალისგან დადებითი პასუხი მოისმინა.მსახიობი აღნიშნავს, რომ წყვილი ექვსი წელია უკვე ერთადაა. შეყვარებულობის პერიოდიდან ოთხი წლის თავზე ხელიც მოაწერეს, ჯვრისწერას გეგმავდნენ და ქორწილის თეატრში გადახდას, თუმცა პანდემიის გამო გადადეს.„ქორწილამდე ორი დღით ადრე, როცა ყველაფერი ბოლო მიზანსცენამდე მოფიქრებული გვქონდა თავისი სამოსით და ყველა ატრიბუტით, ჩაგვკეტეს და ჩაგვეშალა. ორი წელია ველოდებით, როდის შევძლებთ ჩვენი ჩანაფიქრის განხორციელებას. ჩემი სიყვარული ძალიან ძლიერია, მართლა ცამდე მიყვარს, როგორც მოდიდებული მდინარე, ისე მავსებს. სულ მინდა სიურპრიზები მოვუწყო, ხმამაღლა ვუთხრა, რომ ძალიან ძვირფასია ჩემთვის, ამიტომ ჩავიფიქრე ეს დღე დღესასწაულად მექცია“, - ამბობს ლაშა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/13/263729800_0:135:1365:1159_1920x0_80_0_0_b623b8abaaca2ee3f317a7acdfefd540.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ლაშა გურგენიძე ხელის თხოვნა ორი წელი ცოლი
ლაშა გურგენიძე ხელის თხოვნა ორი წელი ცოლი
რატომ სთხოვა ორი წლის მოყვანილ ცოლს ლაშა გურგენიძემ ხელახლა ხელი? - მსახიობის აღიარება
17:58 19.01.2022 (განახლებულია: 00:40 20.01.2022) აღმოჩნდა, რომ „ცეკვავენ ვარსკვავების“ მონაწილემ ხელი ორი წლის წინ მოყვანილ ცოლს სთხოვა.
მსახიობი და პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მონაწილე ლაშა გურგენიძე ჟურნალ „სარკეს“ ესაუბრება იმის შესახებ, თუ რატომ გადაწყვიტა საყვარელი ქალისთვის ხელი ეთხოვა ქორწინებიდან ორი წლის შემდეგ.
ეს „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ფინალზე მოხდა. ლაშამ გოგონას უთხრა: „მიყვარხარ ცამდე, მზად ხარ გამიძლო მთელი ცხოვრება?“, რაზეც საყვარელი ქალისგან დადებითი პასუხი მოისმინა.
მსახიობი აღნიშნავს, რომ წყვილი ექვსი წელია უკვე ერთადაა. შეყვარებულობის პერიოდიდან ოთხი წლის თავზე ხელიც მოაწერეს, ჯვრისწერას გეგმავდნენ და ქორწილის თეატრში გადახდას, თუმცა პანდემიის გამო გადადეს.
„ქორწილამდე ორი დღით ადრე, როცა ყველაფერი ბოლო მიზანსცენამდე მოფიქრებული გვქონდა თავისი სამოსით და ყველა ატრიბუტით, ჩაგვკეტეს და ჩაგვეშალა. ორი წელია ველოდებით, როდის შევძლებთ ჩვენი ჩანაფიქრის განხორციელებას. ჩემი სიყვარული ძალიან ძლიერია, მართლა ცამდე მიყვარს, როგორც მოდიდებული მდინარე, ისე მავსებს. სულ მინდა სიურპრიზები მოვუწყო, ხმამაღლა ვუთხრა, რომ ძალიან ძვირფასია ჩემთვის, ამიტომ ჩავიფიქრე ეს დღე დღესასწაულად მექცია“, - ამბობს ლაშა.