ილია მეორე: ნათლისღების მადლი იცავს ყველა ადამიანს ხილული და უხილავი მტრებისგან

© photo: Sputnikილია მეორე
ილია მეორე - Sputnik საქართველო, 1920, 19.01.2022
გამოწერა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 19 იანვარს ნათლისღებას უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი - ღვთის განცხადებას ზეიმობს.
თბილისი, 19 იანვარი - Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმაილია მეორემ სამების საკათედრო ტაძრიდან მოქალაქეებს ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.
დღეს, 19 იანვარს ნათლისღება, ანუ წყალკურთხევაა — მართლმადიდებელი ეკლესია ერთ-ერთ უმთავრეს ქრისტიანულ დღესასწაულს აღნიშნავს.
„ნათლისღება არის წმინდა სამების დღესასწაული. ხმა უფლის, მისი მადლი გარდამოდის ხალხზე და ეს მადლი იცავს ყველა ადამიანს ხილული და უხილავი მტრებისგან. ადამიანების წინაშე მრავალი განსაცდელია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი იცავს ყველას ამ განსაცდელისგან“, – აღნიშნა პატრიარქმა.
ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა-ლოცვა საქართველოს ყველა მოქმედ ეკლესიაში დილიდან აღევლინება.
ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. ამ დღეს ღვთის გამოცხადების დღესასწაულსაც უწოდებენ, რადგან ყოვლადწმინდა სამება განცხადდა, ასევე დაწესდა ნათლობა.
გამოცხადების ხატი - Sputnik საქართველო, 1920, 19.01.2022
ნათლისღების დღესასწაული და ქართული ადათ-წესები
ამ დღეს, სახარების თანახმად, იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში მონათლა იესო ქრისტე.
ნათლისღების დღესასწაულზე წყლის კურთხევის მსახურება (დიდი აიაზმა) სრულდება და ნაკურთხი წყალი მთელი წლის განმავლობაში ინახება.
ტრადიციულად, ნაკურთხ წყალს სახლში მიტანის შემდეგ ამრავლებენ, სხვა წყლიან ჭურჭელში ასხამენ და აპკურებენ სახლს ბოროტი ძალისგან დაცვის, ბაღ-ვენახებს – უხვი მოსავლის მიღების მიზნით.
ყველა ახალი ამბავი
0