ჭიქა წყალი უზმოზე: დალიეთ, მაგრამ არსებობს სახიფათო ნიუანსი

© Pixabay / Engin_Akyurtჭიქა წყალი
ჭიქა წყალი - Sputnik საქართველო, 1920, 18.01.2022
გამოწერა
თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. უზმოზე წყლის დალევა ნამდვილად კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს ორგანიზმზე, თუმცა არსებობს ერთი ნიუანსი, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, განუცხადა რადიო Sputnik-ს გასტროენტეროლოგმა ნურია დიანოვამ.
მისი თქმით, დილით ჭიქა წყლის დალევა კარგი ჩვევაა, ვინაიდან ეს ორგანიზმს აღვიძებს და არაერთი პროცესის დაწყებას ეხმარება.

„დილით უზმოზე დალეული ჭიქა წყალი აღვიძებს ორგანიზმს. ამით ყველა პროცესი მუშაობას იწყებს. კუჭი საათივით იმუშავებს, ადამიანს ექნება კარგი განწყობა, სუფთა კანი და შესანიშნავი მიკროფლორა“, — ამბობს ექიმი.

როგორც სპეციალისტმა განმარტა, გასტროენეტეროლოგიის თვალსაზრისით, ამ დროს მუშაობას იწყებს ერთ-ერთი საბაზო რეფლექსი — კუჭ-ნაწლავისა. ანუ წყლის უზმოზე დალევა ნაწლავების პერისტალტიკას (ღრუ მილოვანი ორგანოების — ნაწლავის, კუჭის, შარდსაწვეთის კედლების ტალღისებური თანამიმდევრული შეკუმშვა, რაც ხელს უწყობს ორგანოს შიგთავსის გადაადგილებას) ასტიმულირებს.
თუმცა, ექიმის თქმით, მარგებლობის მიუხედავად, არსებობს ერთი ნიუანსი, რომელიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ უზმოზე წყლის დალევისას.

„წყალი ოთახის ტემპერატურისა უნდა იყოს და არა ცივი. განსაკუთრებით მაშინ, თუ შეკრულობისკენ მიდრეკილება გაქვთ... ხოლო მუცლის ტკივილების შემთხვევაში, წყალი კიდევ უფრო თბილი უნდა იყოს“, — განმარტა გასტროენტეროლოგმა.

ამასთან, მისი თქმით, წყალს შეიძლება დაემატოს ლიმონის ან ფორთოხლის წვენი. თუმცა აქაც სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო, ვინაიდან გარკვეული დაავადებების დროს აღნიშნული წვენების მიღება არ შეიძლება.
ასეთია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები, მაგალითად, გასტრიტი, რა დროსაც წყალმა (განსაკუთრებით კი ცივმა) შეიძლება სპაზმები, მუცლის ტკივილები, პანკრეატიტისა და ქოლეცისტიტის განვითარება გამოიწვიოს.
წყარო: რადიო Sputnik
ასევე წაიკითხეთ:
დღეში 8 ჭიქა წყალი აუცილებელია? - ვინ შექმნა XVIII საუკუნის მითი
ნაწილი დალიეთ, ნაწილი ჭამეთ: რეალურად რამდენი წყალი უნდა მიიღოთ დღეში?
არ დალიოთ წყალი ჭამის დროს: ენდოკრინოლოგი გაფრთხილებთ
ყველა ახალი ამბავი
0