სუმო: ტოჩინოშინმა ჰაცუ ბაშოზე მეხუთედ იმარჯვა

© AFP 2024 / BEHROUZ MEHRIლევან გორგაძე
ლევან გორგაძე - Sputnik საქართველო, 1920, 18.01.2022
გამოწერა
ტოჩინოშინმა მიმდინარე ბაშოზე მეხუთე გამარჯვება ცურიდაშის ილეთით მოიპოვა. მისი მომდევნო მეტოქე იანვრის სუპერტურნირზე ჩიოტარიუ იქნება.
თბილისი, 18 იანვარი - Sputnik. იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე ჰაცუ ბაშოს მე-10 დღეს ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა.
34 წლის ქართველი სუმოისტი, რომელიც იანვრის ბაშოზე მე-15 მაეგაშირას წოდებით ასპარეზობს, შოჰოზანს გაეჯიბრა და მეტოქე ცურიდაშის ილეთით დაამარცხა.
სუმოისტებს შორის შეხვედრა ერთი წუთი და შვიდი წამი გაგრძელდა, ტოჩინოშინმა მავაშში აღებული ჩავლება კარგად გამოიყენა და შოჰოზანი დოჰიოდან გადაიყვანა.
ჰაცუ ბაშოზე ლევან გორგაძის ანგარიშზე ხუთი გამარჯვება და ხუთი მარცხია. მე-11 საჭიდაო დღეს ტოჩინოშინის მეტოქე ჩიოტარიუ იქნება, რომელიც მე-12 მაეგაშირაა.
აღსანიშნავია, რომ ლევან გორგაძის პროფესიულ კარიერაში იანვრის სუპერტურნირი რიგით 94-ე ბაშოა. ქართველმა სუმოისტმა გასულ წელს ექვსივე ბაშო უარყოფითი ბალანსით დაასრულა, რამაც წოდებაში დააქვეითა.
იანვრის ბაშოზე უარყოფითი ბალანსის დაფიქსირების შემთხვევაში კი ტოჩინოშინი მაკუუჩი (უმაღლესი) დივიზიონიდან გავარდნას ვეღარ გადაურჩება.
ყველა ახალი ამბავი
0