Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

შეიქმნა „ომიკრონის“ ანტისხეულების დამდგენი ტესტ-სისტემა

© photo: Sputnik / Ramil Sitdikov / გადასვლა მედიაბანკშიტესტი COVID-19-ის ანტისხეულებზე
ტესტი COVID-19-ის ანტისხეულებზე - Sputnik საქართველო, 1920, 18.01.2022
გამოწერა
თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. გამალეის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ცენტრმა შექმნა ტესტ-სისტემა „ომიკრონის“ შტამის მიმართ ვირუსის გამანეიტრალებელი ანტისხეულების დასადგენად, განაცხადა ცენტრის დირექტორმა ალექსანდრ გინცბურგმა.

„ჩვენ გვაქვს ტესტ-სისტემა „ომიკრონის“ მიმართ ვირუსგამანეიტრალებელი ანტისხეულების განსასაზღვრად, მაგრამ ის ჯერჯერობით მხოლოდ ჩვენთან, ცენტრშია ხელმისაწვდომი“, — თქვა მან.

მანამდე გინცბურგმა განაცხადა, რომ თავადაც იყო „ომიკრონით“ ინფიცირებული, თუმცა არ უავადია — ვაქცინა „სპუტნიკ V-ს წყალობით“. მეცნიერის თქმით, ამის დადგენა სწორედ ხსენებული ტესტ-სისტემის მეშვეობით მოხერხდა.
კორონავირუსის შტამი B.1.1.529, რომელსაც ჯანმომ „ომიკრონი“ უწოდა, ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკაში აღმოაჩინეს გასული წლის ნოემბრის ბოლოს. შტამს ათობით მუტაცია აქვს S-პროტეინში, რომელსაც პათოგენი უჯრედების დასაინფიცირებლად იყენებს. მკვლევარების აზრით, გენომში ესოდენ ბევრი ცვლილება ამ ვარიანტის მაღალ გადამდებობასა და ანტისხეულების მიმართ მედეგობაზე მეტყველებს.
ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ „ომიკრონით“ შეიძლება ვაქცინირებულებიც დაინფიცირდნენ და დაავადებაგადატანილებიც.
ამ დროისათვის „ომიკრონი“ მსოფლიოს ასზე მეტ მეტ ქვეყანაშია გავრცელებული. აღინიშნება, რომ ახალი შტამის ინფექციურობა 3-7-ჯერ მეტია, ვიდრე წინა ვარიანტებისა. ამასთან მისი ინკუბაციური პერიოდი ორ-ხუთ დღემდე პერიოდს შეადგენს, არც ასევე იმაზე ნაკლებია, ვიდრე წინა შტამებს ახასიათებდა.
ყველა ახალი ამბავი
0