NBA: გოგა ბითაძეს ნდობა გამოუცხადეს - ქართველმა კალათბურთელმა რეკორდი დაამყარა

© courtesy of Goga Bitadzeგოგა ბითაძე
გოგა ბითაძე - Sputnik საქართველო, 1920, 18.01.2022
გამოწერა
გოგა ბითაძეს „ინდიანას“ რიგებში ყველაზე მეტი 14 ქულა ჰქონდა ჩაგდებული, „კლიპერსთან“ კი ეს შედეგი სამი ქულით გააუმჯობესა.
თბილისი, 18 იანვარი - Sputnik. ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში გოგა ბითაძის „ინდიანა“ ლოს–ანჯელესის „კლიპერსს“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში ექვსი ქულის სხვაობით, ანგარიშით 139:133 დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ 22 წლის ქართველმა კალათბურთელმა „კლიპერსთან“ შეხვედრაში პირადი რეკორდი გააუმჯობესა და NBA-ში ასპარეზობის განმავლობაში ყველაზე მეტი, 17 ქულა დააგროვა.
ქართველმა კალათბურთელმა აღნიშნულ შეხვედრაში მწვრთნელისგან უჩვეულოდ დიდი სათამაშო დრო მიიღო, ბითაძემ 24 წუთი და 37 წამი ითამაშა. 17 ქულასთან ერთად გოგა ბითაძემ 8 მოხსნას, 2 პასსა და 2 დაფარებას მოუყარა თავი, ამასთან 8-დან 6 ორქულიანი, ერთი სამქულიანი და ორი საჯარიმო სროლა ზუსტად შეასრულა.
გოგა ბითაძეს NBA-ს სეზონში ყველაზე მეტი 14 ქულა „მინესოტასთან“ ჰქონდა ჩაგდებული. ქართველმა კალათბურთელმა მიმდინარე სეზონის რეკორდიც მოხსნა (11 ქულა).
„ინდიანას“ მომდევნო მატჩი კვლავ ლოს–ანჯელესურ კლუბთან, „ლეიკერსთან“ უწევს დაპირისპირება. აღსანიშნავია, რომ გოგა ბითაძის გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციის მიმდინარე გათამაშებაში მე-13 ადგილს იკავებს, ხოლო ლეიუკერსი დასავლეთ კონფერენციის მე-7 ადგილზეა.
ყველა ახალი ამბავი
0