მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პირველად შვიდი წლის განმავლობაში: ნავთობის ფასი რეკორდულად გაიზარდა

© photo: Sputnik / Vladimir Trefilov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 18.01.2022
გამოწერა
თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. სამშაბათის ვაჭრობის მონაცემებით ირკვევა, რომ Brent-ის მარკის ნავთობის ფასმა ერთ ბარელზე 87 დოლარს გადააჭარბა, რაც პირველად მოხდა 2014 წლის შემდეგ.
დილის 07:41 სააათისთვის (თბილისის დროით), ერთი ბარელი Brent-ი 87,31 დოლარად იყიდებოდა, ხოლო WTI-ს ფასმა 84,38 დოლარს მიაღწია.
კორონავირუსის პანდემიის გამო ნავთობზე მოთხოვნის კლების გათვალისწინებით, „ოპეკ+“-მა გასული წლის მაისიდან მკვეთრად, 9,7 მლნ ბარელით შეამცირა ნავთობის სადღეღამისო მოპოვება. 2021 წლიდან კი ნავთობმომპოვებელთა ალიანსმა, ვითარების სტაბილიზაციის კვალდაკვალ, მოპოვებები დღე-ღამეში 400 ათასი ბარელით გაზარდა.
„ოპეკი“ პანდემიამდელ მაჩვენებელზე დაბრუნებას 2022 წლის სექტემბრისთვის გეგმავს.
ყველა ახალი ამბავი
0