https://sputnik-georgia.com/20220118/magticom-is-tanamsromlebis-nawilma-gaficva-sewyvita-263698469.html
MagtiCom–ის თანამშრომლების ნაწილმა გაფიცვა შეწყვიტა
MagtiCom–ის თანამშრომლების ნაწილმა გაფიცვა შეწყვიტა
Sputnik საქართველო
MagtiCom–ის გაფიცული თანამშრომლები ხელფასების მომატებას ითხოვენ
2022-01-18T15:09+0400
2022-01-18T15:09+0400
2022-01-18T15:22+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
სოციალური სფერო საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24889/52/248895216_0:156:3001:1844_1920x0_80_0_0_0f5c8ea8019b415bacab1f596967be35.jpg
თბილისი, 18 იანვარი– Sputnik. საქართველოში უმსხვილესი მობილური კავშირის ოპერატორის, MagtiCom-ის თანამშრომლების ნაწილმა გაფიცვა დროებით შეწყვიტა და მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა.გასულ კვირას კომპანიის 300-მდე თანამშრომელმა საპროტესტო აქცია გამართა კომპანიის სათავო ოფისთან ხელფასების გაზრდის მოთხოვნით. გაფიცული თანამშრომლები, ძირითადად ინჟინერ-ტექნოლოგები, მიიჩნევენ, რომ კორონავირუსის პანდემიისა და მაღალი ინფლაციის პირობებში მათი ხელფასები „გაუფასურდა".კომპანიის ინჟინერ-ტექნოლოგმა ლევან ფუტკარაძემ აღნიშნა, რომ კომპანიის მხრიდან შემოვიდა გარკვეული წინადადებები, მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ამ მოლაპარაკებების თანახმად, დროებით შეჩერდა პროტესტი და მათ განაგრძეს სამუშაო პროცესი თითქმის მთელი საქართველოს მასშტაბით. რამდენიმე თანამშრომელს არ მოეწონა ბონუსების სისტემა, მათ უარი თქვეს და სამსახურიდან წავიდნენ, განაცხადა ფუტკარაძემ.კომპანიის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ თუ კომპანია მათ მათთვის მისაღებ პირობებს არ შესთავაზებს, პროტესტი კვლავ გაგრძელდება.შპს MagtiCom, რომელიც 1996 წლის 12 თებერვალს დაარსდა, როგორც მობილური ოპერატორი, კომერციული საქმიანობას 1997 წლის სექტემბერში შეუდგა. „მაგთიკომი" ეკუთვნის ამერიკულ კომპანიებს: International Telcell Cellular LLC და Telcell Wireless LLC.კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაცემებით, კომპანიის აბონენტების რაოდენობამ 2020 წლის დეკემბრისთვის ორი მილიონი შეადგინა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24889/52/248895216_166:0:2833:2000_1920x0_80_0_0_b35c2d3062e1e9e3e7d1a0a7347bdd9f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
magticom მაგთიკომი გაფიცვა თანამშრომლები
magticom მაგთიკომი გაფიცვა თანამშრომლები
MagtiCom–ის თანამშრომლების ნაწილმა გაფიცვა შეწყვიტა
15:09 18.01.2022 (განახლებულია: 15:22 18.01.2022) თანამშრომლებსა და კომპანიას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს ანაზღაურების ახალი ბონუსების სისტემასთან დაკავშირებით.
თბილისი, 18 იანვარი– Sputnik. საქართველოში უმსხვილესი მობილური კავშირის ოპერატორის, MagtiCom-ის თანამშრომლების ნაწილმა გაფიცვა დროებით შეწყვიტა და მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა.
გასულ კვირას კომპანიის 300-მდე თანამშრომელმა საპროტესტო აქცია გამართა კომპანიის სათავო ოფისთან ხელფასების გაზრდის მოთხოვნით. გაფიცული თანამშრომლები, ძირითადად ინჟინერ-ტექნოლოგები, მიიჩნევენ, რომ კორონავირუსის პანდემიისა და მაღალი ინფლაციის პირობებში მათი ხელფასები „გაუფასურდა".
კომპანიის ინჟინერ-ტექნოლოგმა ლევან ფუტკარაძემ აღნიშნა, რომ კომპანიის მხრიდან შემოვიდა გარკვეული წინადადებები, მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ამ მოლაპარაკებების თანახმად, დროებით შეჩერდა პროტესტი და მათ განაგრძეს სამუშაო პროცესი თითქმის მთელი საქართველოს მასშტაბით. რამდენიმე თანამშრომელს არ მოეწონა ბონუსების სისტემა, მათ უარი თქვეს და სამსახურიდან წავიდნენ, განაცხადა ფუტკარაძემ.
კომპანიის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ თუ კომპანია მათ მათთვის მისაღებ პირობებს არ შესთავაზებს, პროტესტი კვლავ გაგრძელდება.
შპს MagtiCom, რომელიც 1996 წლის 12 თებერვალს დაარსდა, როგორც მობილური ოპერატორი, კომერციული საქმიანობას 1997 წლის სექტემბერში შეუდგა. „მაგთიკომი" ეკუთვნის ამერიკულ კომპანიებს: International Telcell Cellular LLC და Telcell Wireless LLC.
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაცემებით, კომპანიის აბონენტების რაოდენობამ 2020 წლის დეკემბრისთვის ორი მილიონი შეადგინა.