Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ლიზა ყენია საიდუმლოდ გათხოვდა? - ნახეთ ვის გაჰყვა მომღერალი

© Facebook / Liza Keniaლიზა ყენია
ლიზა ყენია - Sputnik საქართველო, 1920, 18.01.2022
გამოწერა
მომღერალი ცოტა ხნის წინ ამერიკაში საყვარელ კაცთან ერთად იმყოფებოდა და სულ რამდენიმე საათის წინ დაბრუნდა
მომღერალ ლიზა ყენიას პირადი ცხოვრება მუდმივი ინტერესის საგანია. ლიზამ წინა ურთიერთობა რამდენიმე თვის წინ დაასრულა და, როგორც თავად ამბობდა, თავს მარტო ძალიან კარგად გრძნობდა. მიუხედავად ამისა, მისი მარტოობა დიდხანს არ გაგრძელებულა და რამდენიმე თვის წინ მან მეგობარ ბიჭთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა.
ირკვევა, რომ მისი რჩეული გიორგი რაზმაძეა. წყვილი სოციალურ ქსელში ერთად ხშირად ჩნდება და მეგობრებისა და ხელმომწერებისგან ყოველთვის დადებით შეფასებას იმსახურებს. ცნობილი მომღერლის მაია ჯაბუას შვილი 23 წლის არის და გარდა მომღერლობისა და მსახიობობისა, დიზაინერობას და კოსმეტიკის ხაზის მართვასაც ახერხებს.
წყვილი რამდენიმე საათის წინ დაბრუნდა ამერიკიდან, სადაც ევროპაში მოგზაურობის შემდეგ წავიდა. ლიზამ „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ფოტო გამოაქვეყნა წარწერით „ყველაზე მაგარი ქმარი“. როგორც ჩანს, წყვილმა საიდუმლოდ იქორწინა და თაფლობის თვის მოგზაურობაში იმყოფებოდნენ.
ყველა ახალი ამბავი
0