Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

გამყრელიძე: კოვიდინფიცირების შემთხვევათა დაახლოებით 50% „ომიკრონზე“ მოდის

© Parliament of Georgiaამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 18.01.2022
გამოწერა
ეპიდემიოლოგების პროგნოზით, კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონის" გავრცელებიდან გამომდინარე, დაინფიცირებულთა რაოდენობა საქართველოში აქამდე არსებულ ყველაზე მაღალ მაჩვენებლებს მალე გადააჭარბებს.
თბილისი, 18 იანვარი - Sputnik. დღეს საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების ანტირეკორდი - 7.521 შემთხვევა დაფიქსირდა, რომლის დაახლოებით 50% „ომიკრონზე“ მოდის. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ერთადერთი პოზიტივი არის ის, რომ ყველაზე მძიმე ინდიკატორი - სიკვდილიანობა თანდათან იკლებს.
„თბილისში, სადაც ყველაზე მეტი შემთხვევები გვაქვს, „ომიკრონის“ წილი არის 67%, რეგიონებში ეს წილი 30-35%-ის ფარგლებში გახლავთ. მეორე ადგილზე „ომიკრონის“ ცირკულაციით გახლავთ იმერეთი, შემდეგ აჭარა და შიდა ქართლი“, - განაცხადა გამყრელიძემ.
18 იანვარს საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 მილიონს გადააჭარბა (1.006.864), რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია ბოლო დღე–ღამეში გამოვლენილი შემთხვევების – 7.521. ეპიდემიოლოგების თქმით, იანვრის ბოლოს – თებერვლის დასაწყისში ეს რაოდენობა კიდევ უფრო მოიმატებს და პიკს მიაღწევს.
თერმოსკრინინგი სკოლაში - Sputnik საქართველო, 1920, 18.01.2022
COVID-19 - ბოლო ცნობები
თუ ბავშვს გაციების სიმპტომები აღენიშნება, სკოლაში არ გაუშვათ: ინფექციონისტი
სპეციალისტები მოსახლოებას მოუწოდებენ დაიცვან კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებული რეკომენდაციები, ატარონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებს.
ყველა ახალი ამბავი
0