რევანშის მეორე მცდელობა - ბასილაშვილი კვლავ ენდი მარისთან დამარცხდა

© AFP 2024 / GLYN KIRKნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 18.01.2022
გამოწერა
ქართველისა და შოტლანდიელის დაპირისპირება თითქმის 4 საათი გაგრძელდა. ნიკოლოზ ბასილაშვილი გამოცდილ ენდი მარისთან 5-სეტიან ბრძოლაში დამარცხდა.
თბილისი, 18 იანვარი - Sputnik. ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას პირველივე ეტაპიდან გამოეთიშა.
29 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც ATP-ს რეიტინგში 23–ე პოზიციას იკავებს, დიდი სლემის პირველივე წრეში შოტლანდიელ ენდი მარის (113) დაუპირისპირდა და ხუთსეტიან შეხვედრაში დამარცხდა.
ქართველისა და ბრიტანელის შეხვედრა თითქმის 4 საათი გაგრძელდა. პირველი სეტი ენდი მარის გამარჯვებით დასრულდა (6:1), თუმცა ნიკოლოზმა მეორე სეტი ბევრად აქტიურად დაიწყო, ვეტერან შოტლანდიელს ერთი ბრეიქით აჯობა და სეტებში ანგარიში გაათანაბრა.
მესამე სეტი კვლავ მარიმ მოიგო (6:4), ხოლო მეოთხე სეტში, რომელიც ყველაზე დაძაბული გამოდგა, ქართველმა ჩოგბურთელმა ტაი-ბრეიკზე კვლავ მოახერხა ანგარიშის გათანაბრება (7:6).
გადამწყვეტ სეტში უპირატესობა კვლავ შოტლანდიელის მხარეს იყო, ის სეტის დასაწყისშივე ბრეიქით წინ გავიდა. ნიკოლოზმა უკუ-ბრეიქის განხორციელება მოახერხა და ანგარიში 4:4 გახადა, თუმცა მატჩში ეს ქართველი ჩოგბურთელის უკანასკნელი მოგებული გეიმი აღმოჩნდა.
საბოლოოდ ბასილაშვილი უკვე კარგად ნაცნობ მეტოქესთან 5 სეტში ანგარიშით 1:6, 6:3, 4:6, 7:6 (7:5), 4:6 დამარცხდა.
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 09.01.2022
რევანშის შანსი ბასილაშვილს - ქართველი ჩოგბურთელი ენდი მარის ელოდება
ბასილაშვილს 34 წლის ბრიტანელთან შარშანდელ უიმბლდონსა და ახლახან სიდნეიში გამართულ ტურნირზე უკვე ჰქონდა წაგებული და ორივე შემთხვევაში ენდი მარიმ გამოცდილებისა და ნაკლები შეცდომის ხარჯზე იმარჯვა.
ბრიტანელი ჩოგბურთელი ავსტრალიის ღია პირველობის მეორე წრეში იაპონელ ტარო დანიელთან ითამაშებს.
ყველა ახალი ამბავი
0