https://sputnik-georgia.com/20220118/aeroportebi-5g-aprotesteben-263694542.html
მოსალოდნელია კატასტროფული კრიზისი: აეროპორტები 5G-ს აპროტესტებენ
მოსალოდნელია კატასტროფული კრიზისი: აეროპორტები 5G-ს აპროტესტებენ
5G დანადგარებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს თვითმფრინავების მგრძნობიარე ხელსაწყოებზე, მაგალითად, სიმაღლის მზომებზე
2022-01-18T12:39+0400
2022-01-18T12:39+0400
2022-01-18T12:42+0400
მსოფლიო დღეს
თანამედროვე ტექნოლოგიები
აშშ
საერთაშორისო პანორამა
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/07/252244921_0:92:3315:1957_1920x0_80_0_0_681b2e76876d63e77a8fc9ec3e099ab0.jpg
თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. აშშ-ის უმსხვილესი ავიაკომპანიების ხელმძღვანელები აეროპორტების მახლობლად 5G მოწყობილობების განთავსებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ეს „კატასტროფულ საავიაციო კრიზისს“ გამოიწვევს ამუშავებიდან დაახლოებით 36 საათში.გავრცელებული ინფორმაციით, 5G მომსახურების დანადგარების მონტაჟი აეროპორტებთან 19 იანვარს უნდა დაიწყოს.როგორც ავიაკომპანიები აცხადებენ, ახალ სერვის C-Band 5G-ს შეუძლია, მწყობრიდან გამოიყვანოს ფართოფუზელაჟიანი თვითმფრინავები, პოტენციურად დააყოვნოს ათობით ათასი ამერიკელი საზღვარგარეთ და ქაოსი გამოიწვიოს აშშ-ის მიმართულებით რეისებზე.აეროპორტების შეფობამ მოუწოდა ქვეყნის ოფიციალურ პირებს, არ დაუშვან 5G-ის დანერგვა ასაფრენ-დასაჯდომი ზოლებიდან სამ კილომეტრზე ახლო მანძილზე მანამ, სანამ ფრენების უსაფრთხოების გზები არ მოიძებნება.დასახელდა 5G-ს რეალური საფრთხე, რომელსაც დიდი მსხვერპლის მოტანა შეუძლია>>გარდა ამისა, აშშ-ის ფედერალურმა საავიაციო სააგენტომ (FAA) გააფრთხილა ხელისუფლება, რომ დანადგარებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს თვითმფრინავების მგრძნობიარე ხელსაწყოებზე, მაგალითად, სიმაღლის მზომებზე, და ამასთან, მნიშვნელოვნად გააძნელოს ფრენები ცუდი ხილვადობის პირობებში.მანამდე, კვირას, FAA-მ უფლება მისცა აშშ-ის სამოქალაქო ავიაციის პარკის დაახლოებით 45%-ს, შეასრულოს დაშვებები დაბალი ხილვადობის პირობებში იმ აეროპორტებში, სადაც 19 იანვრიდან 5G C-დიაპაზონი განთავსდება. მეორე დღეს ავიაკომპანიებმა განაცხადეს, რომ სიაში ბევრი მსხვილი აეროპორტი არ მოხვდა.2 იანვარს კომპანიებმა AT&T Inc. და Verizon Communications Inc.-მა უარყვეს შეერთებული შტატების ხელისუფლების რეკომენდაცია, გადაედოთ 5G საკომუნიკაციო ქსელის ამუშავება, რომელიც საფრთხეს უქმნის ავიაკომპანიებს.„შეთქმულების თეორია“, ანუ გჯერათ თუ არა, რომ 5G ტექნოლოგიას კორონავირუსთან აქვს კავშირი>>როგორც კომპანიების ხელმძღვანელობამ განაცხადა, მთავრობის მოთხოვნა მათ უბიძგებს, მიიღონ ზომები, რომლებიც მილიონობით მომხმარებელს, მათ შორის, საჯარო სექტორისა და ბიზნესის წარმომადგენლებს დააზარალებს.31 დეკემბრის წერილში ხელისუფლება სთხოვდა უკაბელო კავშირის პროვაიდერებს, გადაედოთ 5 იანვრისთვის დაგეგმილი მონტაჟი, ვინაიდან „ფართო მასშტაბიანი და მიუღებელი შეფერხებების“ გამო, თვითმფრინავები თავს არიდებენ 5G-სიგნალის მქონე აეროპორტებს. მფრინავების თქმით, სიგნალი თვითმფრინავის დაჯდომისას მის ელექტრონიკაზე ახდენს ზემოქმედებას.წყარო: Reuters
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/07/252244921_292:0:3023:2048_1920x0_80_0_0_fee4a6ce84d8c09f04787599cfdbba0b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
თანამედროვე ტექნოლოგიები , აშშ , საერთაშორისო პანორამა
თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. აშშ-ის უმსხვილესი ავიაკომპანიების ხელმძღვანელები აეროპორტების მახლობლად 5G მოწყობილობების განთავსებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ეს „კატასტროფულ საავიაციო კრიზისს“ გამოიწვევს ამუშავებიდან დაახლოებით 36 საათში.
გავრცელებული ინფორმაციით, 5G მომსახურების დანადგარების მონტაჟი აეროპორტებთან 19 იანვარს უნდა დაიწყოს.
როგორც ავიაკომპანიები აცხადებენ, ახალ სერვის C-Band 5G-ს შეუძლია, მწყობრიდან გამოიყვანოს ფართოფუზელაჟიანი თვითმფრინავები, პოტენციურად დააყოვნოს ათობით ათასი ამერიკელი საზღვარგარეთ და ქაოსი გამოიწვიოს აშშ-ის მიმართულებით რეისებზე.
აეროპორტების შეფობამ მოუწოდა ქვეყნის ოფიციალურ პირებს, არ დაუშვან 5G-ის დანერგვა ასაფრენ-დასაჯდომი ზოლებიდან სამ კილომეტრზე ახლო მანძილზე მანამ, სანამ ფრენების უსაფრთხოების გზები არ მოიძებნება.
გარდა ამისა, აშშ-ის ფედერალურმა საავიაციო სააგენტომ (FAA) გააფრთხილა ხელისუფლება, რომ დანადგარებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს თვითმფრინავების მგრძნობიარე ხელსაწყოებზე, მაგალითად, სიმაღლის მზომებზე, და ამასთან, მნიშვნელოვნად გააძნელოს ფრენები ცუდი ხილვადობის პირობებში.
მანამდე, კვირას, FAA-მ უფლება მისცა აშშ-ის სამოქალაქო ავიაციის პარკის დაახლოებით 45%-ს, შეასრულოს დაშვებები დაბალი ხილვადობის პირობებში იმ აეროპორტებში, სადაც 19 იანვრიდან 5G C-დიაპაზონი განთავსდება. მეორე დღეს ავიაკომპანიებმა განაცხადეს, რომ სიაში ბევრი მსხვილი აეროპორტი არ მოხვდა.
2 იანვარს კომპანიებმა AT&T Inc. და Verizon Communications Inc.-მა უარყვეს შეერთებული შტატების ხელისუფლების რეკომენდაცია, გადაედოთ 5G საკომუნიკაციო ქსელის ამუშავება, რომელიც საფრთხეს უქმნის ავიაკომპანიებს.
როგორც კომპანიების ხელმძღვანელობამ განაცხადა, მთავრობის მოთხოვნა მათ უბიძგებს, მიიღონ ზომები, რომლებიც მილიონობით მომხმარებელს, მათ შორის, საჯარო სექტორისა და ბიზნესის წარმომადგენლებს დააზარალებს.
31 დეკემბრის წერილში ხელისუფლება სთხოვდა უკაბელო კავშირის პროვაიდერებს, გადაედოთ 5 იანვრისთვის დაგეგმილი მონტაჟი, ვინაიდან „ფართო მასშტაბიანი და მიუღებელი შეფერხებების“ გამო, თვითმფრინავები თავს არიდებენ 5G-სიგნალის მქონე აეროპორტებს. მფრინავების თქმით, სიგნალი თვითმფრინავის დაჯდომისას მის ელექტრონიკაზე ახდენს ზემოქმედებას.