https://sputnik-georgia.com/20220117/sacobebi-da-tvitmfrinavis-dagvianebuli-dasveba-uamindoba-saqartvelosi-problemebs-qmnis-263682735.html
საცობები და თვითმფრინავის დაგვიანებული დაშვება - უამინდობა საქართველოში პრობლემებს ქმნის
საცობები და თვითმფრინავის დაგვიანებული დაშვება - უამინდობა საქართველოში პრობლემებს ქმნის
Sputnik საქართველო
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და გურიის რეგიონში თოვლის საფარი ზოგან 1,5-2 მეტრს აღწევს
2022-01-17T20:32+0400
2022-01-17T20:32+0400
2022-01-17T20:34+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
ტრანსპორტი საქართველოში
საქართველოს რეგიონები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/0f/263641870_0:71:1301:802_1920x0_80_0_0_eede53bd3e2a9a958d4e28aab7ec813a.jpg
თბილისი, 17 იანვარი - Sputnik. დიდთოვლობამ დასავლეთ საქართველოს მცხოვრებთ სერიოზული პრობლემები შეუქმნა - ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე რამდენიმე კილომეტრზე ტრაილერების საცობია, იუწყება ტელეარხი „ტვ პირველი“.ტელეარხის მონაცემებით, პოლიცია ტრაილერებს რიკოთის უღელტეხილის მიმართულებით არ უშვებს.უამინდობის გამო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ორი საათის განმავლობაში ვერ ახერხებდა დაშვებას სტამბოლიდან ჩამორენილი თვითმფრინავი.ინტენსიური თოვა დასავლეთ საქართველოში მესამე დღეა გრძელდება. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და გურიის რეგიონში თოვლის საფარი ზოგან 1,5-2 მეტრს აღწევს. გართულებულია ტრანსპორტის მოძრაობა როგორც შიდა გზებზე, ისე საქალაქთაშორისო მნიშვნელობის ავტომაგისტრალებზე.კომუნალური სამსახურების თანამშრომლები და ადგილობრივი მცხოვრებნი გზებს, სახლებსა და მანქანებს თოვლისგან წმენდენ.სოფლების ქედას, ხულოსა და შუახევის მცხოვრებნი ელექტროენერგიის გარეშე არიან დარჩენილი. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, პარალიზებულია გზები. ბავშვები სკოლამდე ვერ მიდიან.სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი აჭარის ყველა რაიონში გადაიდო, ბათუმის გარდა.რაც შეეხება გურიას, შუხუთი-აცანა-მამათი-ძიმითის გზის 2-5 კილომეტრზე დაშვებულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ტრანსპორტის მოძრაობა.სინოპტიკოსები 19, 20 და 21 იანვარს ამინდის გაუარესებას მთელ ქვეყანაში ვარაუდობენ. ღამით დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია -5, -8 გრადუსი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/0f/263641870_0:0:1069:802_1920x0_80_0_0_72a8f87d4d7323b3823381cbcc0ad177.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თვითმფრინავი უამინდობა პრობლემები
თვითმფრინავი უამინდობა პრობლემები
საცობები და თვითმფრინავის დაგვიანებული დაშვება - უამინდობა საქართველოში პრობლემებს ქმნის
20:32 17.01.2022 (განახლებულია: 20:34 17.01.2022) აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და გურიის რეგიონში თოვლის საფარი ზოგან 1,5-2 მეტრს აღწევს
თბილისი, 17 იანვარი - Sputnik. დიდთოვლობამ დასავლეთ საქართველოს მცხოვრებთ სერიოზული პრობლემები შეუქმნა - ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე რამდენიმე კილომეტრზე ტრაილერების საცობია, იუწყება ტელეარხი „ტვ პირველი“.
ტელეარხის მონაცემებით, პოლიცია ტრაილერებს რიკოთის უღელტეხილის მიმართულებით არ უშვებს.
უამინდობის გამო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ორი საათის განმავლობაში ვერ ახერხებდა დაშვებას სტამბოლიდან ჩამორენილი თვითმფრინავი.
ინტენსიური თოვა დასავლეთ საქართველოში მესამე დღეა გრძელდება. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და გურიის რეგიონში თოვლის საფარი ზოგან 1,5-2 მეტრს აღწევს. გართულებულია ტრანსპორტის მოძრაობა როგორც შიდა გზებზე, ისე საქალაქთაშორისო მნიშვნელობის ავტომაგისტრალებზე.
კომუნალური სამსახურების თანამშრომლები და ადგილობრივი მცხოვრებნი გზებს, სახლებსა და მანქანებს თოვლისგან წმენდენ.
სოფლების ქედას, ხულოსა და შუახევის მცხოვრებნი ელექტროენერგიის გარეშე არიან დარჩენილი. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, პარალიზებულია გზები. ბავშვები სკოლამდე ვერ მიდიან.
სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი აჭარის ყველა რაიონში გადაიდო, ბათუმის გარდა.
რაც შეეხება გურიას, შუხუთი-აცანა-მამათი-ძიმითის გზის 2-5 კილომეტრზე დაშვებულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ტრანსპორტის მოძრაობა.
სინოპტიკოსები 19, 20 და 21 იანვარს ამინდის გაუარესებას მთელ ქვეყანაში ვარაუდობენ. ღამით დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია -5, -8 გრადუსი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.