https://sputnik-georgia.com/20220117/pandemiis-miuxedavad-gudaursi-axali-apart-otelebi-gaixsna-263653768.html
პანდემიის მიუხედავად: გუდაურში ახალი აპარტ-ოტელები გაიხსნა
პანდემიის მიუხედავად: გუდაურში ახალი აპარტ-ოტელები გაიხსნა
Sputnik საქართველო
პროექტი „ახალი გუდაური“ 200 მლნ ლარის ინვესტიციას ითვალისწინებს.
2022-01-17T00:31+0400
2022-01-17T00:31+0400
2022-01-17T00:32+0400
ახალი ამბები
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24170/19/241701993_0:343:3031:2047_1920x0_80_0_0_7b285f1159e4a6376459570402dbbf1e.jpg
თბილისი, 17 იანვარი – Sputnik. გუდაურის მაღალმთიან კურორტზე გაიხსნა ახალი აპარტ-ოტელები, რომლებიც პროექტ „ახალი გუდაურის“ ფარგლებში აშენდა, იუწყება ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური.გუდაურის განვითარების გეგმის მიხედვით, რომელიც საქართველოს მთავრობამ კანადურ კომპანია ECOSIGN-თან ერთად შეიმუშავა, კურორტი სამ ტერიტორიად იყოფა. პირველი – ცენტრალური გუდაურია. მეორე – ახალი გუდაური, რომელიც იქნება კურორტის მთავარი საფეხმავლო ცენტრი. მესამე იქნება კობი–გუდაურის საბაზო არეალი, რომელიც გააუმჯობესებს წვდომას გუდაურის სათხილამურო არეალთან.ახალი აპარტ-ოტელების პროექტი 852 აპარტამენტს მოიცავს. ინვესტიციამ 85 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო მთლიანად პროექტი „ახალი გუდაური“ 200 მლნ ლარის ინვესტიციას ითვალისწინებს.ასევე საკურორტო დასახლების შენობების პირველ სართულებზე სავალდებულო წესით განთავსდება ტურისტული ინფრასტრუქტურა, მათ შორის, მოთხილამურეთა მომსახურების ცენტრები, სავაჭრო დაწესებულებები, კვების ობიექტები, დასასვენებელი სივრცეები, საკონფერენციო დარბაზები. კობი–გუდაურის საბაზო არეალი შესაძლებლობას მისცემს სტეფანწმინდის მოსახლეობას და ჩრდილოეთის მხრიდან შემომავალ ტურისტებს, მიუხედავად კლიმატური პირობებისა, დიდი ამწეობის საბაგირო გონდოლის მეშვეობით ძალიან მარტივად მოხვდნენ კურორტის სასრიალო სივრცეში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24170/19/241701993_0:0:2729:2047_1920x0_80_0_0_c176f8051a66af6065f6b06f846084a4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პანდემია გუდაური აპარტ-ოტელები
პანდემია გუდაური აპარტ-ოტელები
პანდემიის მიუხედავად: გუდაურში ახალი აპარტ-ოტელები გაიხსნა
00:31 17.01.2022 (განახლებულია: 00:32 17.01.2022) პროექტი „ახალი გუდაური“ 200 მლნ ლარის ინვესტიციას ითვალისწინებს.
თბილისი, 17 იანვარი – Sputnik. გუდაურის მაღალმთიან კურორტზე გაიხსნა ახალი აპარტ-ოტელები, რომლებიც პროექტ „ახალი გუდაურის“ ფარგლებში აშენდა, იუწყება ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური.
გუდაურის განვითარების გეგმის მიხედვით, რომელიც საქართველოს მთავრობამ კანადურ კომპანია ECOSIGN-თან ერთად შეიმუშავა, კურორტი სამ ტერიტორიად იყოფა. პირველი – ცენტრალური გუდაურია. მეორე – ახალი გუდაური, რომელიც იქნება კურორტის მთავარი საფეხმავლო ცენტრი. მესამე იქნება კობი–გუდაურის საბაზო არეალი, რომელიც გააუმჯობესებს წვდომას გუდაურის სათხილამურო არეალთან.
„მიუხედავად კოვიდ-პანდემიისა, კომპანიამ დაასრულა სამუშაოები და შექმნა 150 მუდმივი სამუშაო ადგილი, სადაც დასაქმებულების უდიდესი უმრავლესობა ადგილობრივი მცხოვრებლები არიან. ასევე აღსანიშნავია, რომ ამ აპარტ-ოტელების ჩათვლით უკვე 5000 ახალი ოთახია შექმნილი, 2025 წლის ბოლოსკენ კი, როდესაც პროექტი დასრულდება, ეს ციფრი გაორმაგდება და კომპლექსი მოიცავს 10 ათას ნომერს, რომელიც უმასპინძლებს როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ ტურისტებს“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.
ახალი აპარტ-ოტელების პროექტი 852 აპარტამენტს მოიცავს. ინვესტიციამ 85 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო მთლიანად პროექტი „ახალი გუდაური“ 200 მლნ ლარის ინვესტიციას ითვალისწინებს.
ასევე საკურორტო დასახლების შენობების პირველ სართულებზე სავალდებულო წესით განთავსდება ტურისტული ინფრასტრუქტურა, მათ შორის, მოთხილამურეთა მომსახურების ცენტრები, სავაჭრო დაწესებულებები, კვების ობიექტები, დასასვენებელი სივრცეები, საკონფერენციო დარბაზები. კობი–გუდაურის საბაზო არეალი შესაძლებლობას მისცემს სტეფანწმინდის მოსახლეობას და ჩრდილოეთის მხრიდან შემომავალ ტურისტებს, მიუხედავად კლიმატური პირობებისა, დიდი ამწეობის საბაგირო გონდოლის მეშვეობით ძალიან მარტივად მოხვდნენ კურორტის სასრიალო სივრცეში.