https://sputnik-georgia.com/20220117/metros-sadgur-avlabramde-misvla-seizrudeba-263682290.html
მეტროს სადგურ „ავლაბრამდე“ მისვლა შეიზღუდება
მეტროს სადგურ „ავლაბრამდე“ მისვლა შეიზღუდება
Sputnik საქართველო
ტრანსპორტი, რომელიც 300 არაგველის მეტროს მიმართულებით მოძრაობს, გადაადგილებას წურწუმიასა და თელავის ქუჩების გამოყენებით შეძლებს.
2022-01-17T20:28+0400
2022-01-17T20:28+0400
2022-01-17T21:15+0400
ახალი ამბები
თბილისი დღეს
საქართველო
ტრანსპორტი საქართველოში
თბილისის მერია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/12/259700717_0:0:3089:1739_1920x0_80_0_0_f5feb79b811c07fdf4a29043093648c8.jpg
თბილისი, 17 იანვარი - Sputnik. თბილისში, ქეთევან დედოფლის გამზირის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ავლაბრის მოედნიდან თელავის ქუჩის კვეთამდე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება ნათქვამია მერიის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.მერიის ცნობით, ავლაბრის მოედნიდან მეტროს სადგურ „300 არაგველის“ მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ წურწუმიასა და თელავის ქუჩების გამოყენებით.ხოლო მეტროს სადგურ „300 არაგველიდან“ ავლაბრის მოედნისკენ მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები იმოძრავებენ თელავისა და წურწუმიას ქუჩების გამოყენებით, ასევე, ბოჭორმისა და იალბუზის ქუჩების გავლით, მარცხენა სანაპიროზე და შემდეგ ბარათაშვილის აღმართზე.ცვლილებები ასევე შეეხება საზოგადოებრივი ტრანსპორტის -ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტებსქეთევან წამებულის გამზირის სრული რემონტი, რომელიც სამგორის, ვარკეთილისა და ისნის რაიონებს ქალაქის ცენტრთან აკავშირებს, დღეიდან იწყება. პროექტის ფარგლებში იგეგმება მეტროსადგურ ავლაბრიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე გზის მონაკვეთის მთლიანად შეკეთება - სულ 1,7 კილომეტრი.წყარო - თბილისის მერია
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/12/259700717_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_d5d1577400922aaa6b792e3a1fdad343.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
„ავლაბარი“ მეტრ შეზღუდვა
მეტროს სადგურ „ავლაბრამდე“ მისვლა შეიზღუდება
20:28 17.01.2022 (განახლებულია: 21:15 17.01.2022) ტრანსპორტი, რომელიც 300 არაგველის მეტროს მიმართულებით მოძრაობს, გადაადგილებას წურწუმიასა და თელავის ქუჩების გამოყენებით შეძლებს.
თბილისი, 17 იანვარი - Sputnik. თბილისში, ქეთევან დედოფლის გამზირის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ავლაბრის მოედნიდან თელავის ქუჩის კვეთამდე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება ნათქვამია მერიის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
ქეთევან წამებულის გამზირზე სარემონტო სამუშაოების ჩატარება რამდენიმე ეტაპად იგეგმება. პირველ ეტაპზე სამუშაოები გამზირზე, მეტროს სადგურ „ავლაბრიდან“ თელავის ქუჩამდე განხორციელდება. სწორედ ამ მონაკვეთზე 20 იანვრიდან 4 თვით შეიზღუდება ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
მერიის ცნობით, ავლაბრის მოედნიდან მეტროს სადგურ „300 არაგველის“ მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ წურწუმიასა და თელავის ქუჩების გამოყენებით.
ხოლო მეტროს სადგურ „300 არაგველიდან“ ავლაბრის მოედნისკენ მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები იმოძრავებენ თელავისა და წურწუმიას ქუჩების გამოყენებით, ასევე, ბოჭორმისა და იალბუზის ქუჩების გავლით, მარცხენა სანაპიროზე და შემდეგ ბარათაშვილის აღმართზე.
ცვლილებები ასევე შეეხება საზოგადოებრივი ტრანსპორტის -ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტებს
ქეთევან წამებულის გამზირის სრული რემონტი, რომელიც სამგორის, ვარკეთილისა და ისნის რაიონებს ქალაქის ცენტრთან აკავშირებს, დღეიდან იწყება. პროექტის ფარგლებში იგეგმება მეტროსადგურ ავლაბრიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე გზის მონაკვეთის მთლიანად შეკეთება - სულ 1,7 კილომეტრი.