ძლიერმა შტორმმა ბათუმის ბულვარი დააზიანა - ვიდეო

© courtesy of Zurab Pataradzeდაზიანებული ბულვარი ბათუმში
დაზიანებული ბულვარი ბათუმში - Sputnik საქართველო, 1920, 16.01.2022
გამოწერა
ზღვის ტალღებმა ბულვარის ტერიტორიაზე ქხრეში გამოიტანა, დაზიანებულია სანაპირო ზოლი
თბილისი, 16 იანვარი – Sputnik. ძლიერმა შტორმმა ბათუმის ახალი ბულვარის ინფრასტრუქტურა დააზიანა.
ზღვამ ახალ ბულვარში ბილიკი ხრეშით და ქვიშით დაფარა, დაზიანებულია საშხაპეები და მწვანე ზოლი. დაზიანებულია მწვანე ნარგავები, დეკორატიული ფილები და სკამები.
თვითმხილველების თქმით, ტალღების სიმაღლე 1,5-2 მეტრს, ხოლო შტორმის ძალა 5 ბალს აღწევდა.
სინოპტიკოსების პროგნოზებით, უამინდობა ბათუმში მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება.
ყველა ახალი ამბავი
0