ზემო ლარსი დღეს: რუსეთის საზღვრისკენ მიმავალი გზა თავისუფალია

© photo: Sputnikტრაილერები საქართველოს სამხედრო გზაზე
ტრაილერები საქართველოს სამხედრო გზაზე - Sputnik საქართველო, 1920, 16.01.2022
გამოწერა
მლეთა-გუდაურის და გუდაური–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით
თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
მლეთა-გუდაურის და გუდაური–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით, საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად, ნათქვამია განცხადებაში.
გუდაური-კობის მონაკვეთზე ტრაილერებისთვის მოძრაობა 12 იანვრიდან იყო დაკეტილი.
წყარო - საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
ყველა ახალი ამბავი
0