ვითარება საქართველოს გზებზე: ბოლო ინფორმაცია

© City Hall of Zugdidi Municipalityგაწმენდითი სამუშაოები
გაწმენდითი სამუშაოები - Sputnik საქართველო, 1920, 16.01.2022
გამოწერა
სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში უამინდობა უახლოეს დღეებშიც გაგრძელდება.
თბილისი, 16 იანვარი – Sputnik. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საქართველოს გზებზე მთელი რიგი შეზღუდვები მოქმედებს, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
ყველა შეზღუდვა რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა, ქარბუქი და ცუდი მხედველობა) გამო არის დაწესებული.

საერთაშორისო მნიშვნელობის გზები:

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. მლეთა-გუდაურის და გუდაური–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 39–225-ე კმ (ქსანი-გეგუთის კვანძი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო, 39-193-ე კმ მონაკვეთზე, (ქსანი-ზესტაფონი) დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის 1-36-ე კმ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 90-112-ე კმ მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის 1–96-ე კმ (ხაშური-ვალე) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზები:

ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის 28-50-ე კმ მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ჩოლაბურის ხიდი-თერჯოლა-ტყიბულის საავტომობილო გზის 16-29-ე კმ მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გარდა ამისა, მოქმედებს წინა დღეებში დაწესებული შეზღუდვებიც.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
ყველა ახალი ამბავი
0