https://sputnik-georgia.com/20220116/vitareba-qartul-cixeebsi-bolo-statistika-263643308.html
ვითარება ქართულ ციხეებში: ბოლო სტატისტიკა
ვითარება ქართულ ციხეებში: ბოლო სტატისტიკა
Sputnik საქართველო
1 დეკემბრისთვის მსჯავრდებულთა საერთო რიცხვმა ქვეყნის მოსახლეობის საერთო რაოდენობის 0,25% შეადგინა.
2022-01-16T09:30+0400
2022-01-16T09:30+0400
2022-01-16T09:49+0400
ახალი ამბები
საქართველო
კრიმინალი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24359/34/243593464_0:108:2048:1260_1920x0_80_0_0_e647221c55dae8dde028af1e5c74d76d.jpg.webp
თბილისი, 16 იანვარი – Sputnik. 2021 წლის 1 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოს ციხეებში იმყოფებოდა 9.367 ადამიანი, აქედან 314 ქალია, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მასალებში.1 დეკემბრის მონაცემებით, მსჯავრდებულთა საერთო რიცხვმა ქვეყნის მოსახლეობის საერთო რაოდენობის 0,25% შეადგინა.პატიმართა ძირითადი ნაწილს 31-დან 49 წლამდე ასაკის მამაკაცები შეადგენენ. გარდა ამისა, საქართველოს ციხეებში სასჯელს 50 არასრულწლოვანი და 70 წელს ზემოთ ასაკის 68 პირი იხდის.ყველაზე მეტი პატიმარია რუსთავის №15 და გლდანის პენიტენციურ დაწესებულებებში.რაც შეეხება პირებს, რომლებიც განაჩენს პატიმრობაში ელოდებიან, 1 დეკემბრისთვის საქართველოში 2 ათასზე მეტი ასეთი პატიმარი იყო, აქაც ლიდერობს 31-დან 49 წლამდე ასაკობრივი კატეგორია. გარდა ამისა, განაჩენს ელოდება 14 არასრულწლოვანი და 70 წელს ზემოთ ასაკის 27 პირი.მსჯავრდებულთა დიდი ნაწილი სასჯელს იხდის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის. ამასთან განსაკუთრებით მაღალი რისკის 166 პატიმარია. დანარჩენი მსჯავრდებულები სასჯელს დახურულ და ნახევრად ღია ტიპის პენიტენციურ დაწესებულებებში იხდიან.უცხოელები საქართველოს ციხეებშისაქართველოს ციხეებში მოთავსებულია 46 ქვეყნის 578 მოქალაქე, რაც მსჯავრდებულთა მთლიანი რაოდენობის 6,2%-ს შეადგენს. უცხოელ მსჯავრდებულთა ძირითადი ნაწილია მამაკაცები, თუმცა ქართულ საპატიმროებში 4 არასრულწლოვანი უცხოელი და 58 უცხოელი ქალი იმყოფება.საქართველოში უცხოელთა უმეტესობა, რომლებიც არიან ბრალდებული ან სასჯელს იხდიან, არიან თურქეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის, უკრაინისა და სომხეთის მოქალაქეები.ასევე საქართველოს ციხეებში სასჯელს იხდიან აშშ-ის, საფრანგეთის, გერმანიის, ისრაელის და სხვა ქვეყნების მოქალაქეები.პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფებიციხეებში მყოფების გარდა, 18,7 ათასი მსჯავრდებული პირობით სასჯელს იხდის.მათი ძირითადი ნაწილი მამაკაცებია. გარდა ამისა, პირობით სასჯელს იხდის 905 ქალი და 69 არასრულწლოვანი.ასევე პირობით სასჯელს იხდის 258 უცხოელი, მათ შორის არიან რუსეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის, სომხეთის, უკრაინის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და იტალიის მოქალაქეები.წყარო - სტატისტიკის ეროვნული სამსახური
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24359/34/243593464_113:0:1936:1367_1920x0_80_0_0_3db6331d775ab869d0b9bb71c815f92d.jpg.webpSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ვითარება ციხეები სტატისტიკა
ვითარება ციხეები სტატისტიკა
ვითარება ქართულ ციხეებში: ბოლო სტატისტიკა
09:30 16.01.2022 (განახლებულია: 09:49 16.01.2022) 1 დეკემბრისთვის მსჯავრდებულთა საერთო რიცხვმა ქვეყნის მოსახლეობის საერთო რაოდენობის 0,25% შეადგინა.
თბილისი, 16 იანვარი – Sputnik. 2021 წლის 1 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოს ციხეებში იმყოფებოდა 9.367 ადამიანი, აქედან 314 ქალია, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მასალებში.
1 დეკემბრის მონაცემებით, მსჯავრდებულთა საერთო რიცხვმა ქვეყნის მოსახლეობის საერთო რაოდენობის 0,25% შეადგინა.
პატიმართა ძირითადი ნაწილს 31-დან 49 წლამდე ასაკის მამაკაცები შეადგენენ. გარდა ამისა, საქართველოს ციხეებში სასჯელს 50 არასრულწლოვანი და 70 წელს ზემოთ ასაკის 68 პირი იხდის.
ყველაზე მეტი პატიმარია რუსთავის №15 და გლდანის პენიტენციურ დაწესებულებებში.
რაც შეეხება პირებს, რომლებიც განაჩენს პატიმრობაში ელოდებიან, 1 დეკემბრისთვის საქართველოში 2 ათასზე მეტი ასეთი პატიმარი იყო, აქაც ლიდერობს 31-დან 49 წლამდე ასაკობრივი კატეგორია. გარდა ამისა, განაჩენს ელოდება 14 არასრულწლოვანი და 70 წელს ზემოთ ასაკის 27 პირი.
მსჯავრდებულთა დიდი ნაწილი სასჯელს იხდის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის. ამასთან განსაკუთრებით მაღალი რისკის 166 პატიმარია. დანარჩენი მსჯავრდებულები სასჯელს დახურულ და ნახევრად ღია ტიპის პენიტენციურ დაწესებულებებში იხდიან.
უცხოელები საქართველოს ციხეებში
საქართველოს ციხეებში მოთავსებულია 46 ქვეყნის 578 მოქალაქე, რაც მსჯავრდებულთა მთლიანი რაოდენობის 6,2%-ს შეადგენს. უცხოელ მსჯავრდებულთა ძირითადი ნაწილია მამაკაცები, თუმცა ქართულ საპატიმროებში 4 არასრულწლოვანი უცხოელი და 58 უცხოელი ქალი იმყოფება.
საქართველოში უცხოელთა უმეტესობა, რომლებიც არიან ბრალდებული ან სასჯელს იხდიან, არიან თურქეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის, უკრაინისა და სომხეთის მოქალაქეები.
ასევე საქართველოს ციხეებში სასჯელს იხდიან აშშ-ის, საფრანგეთის, გერმანიის, ისრაელის და სხვა ქვეყნების მოქალაქეები.
პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფები
ციხეებში მყოფების გარდა, 18,7 ათასი მსჯავრდებული პირობით სასჯელს იხდის.
მათი ძირითადი ნაწილი მამაკაცებია. გარდა ამისა, პირობით სასჯელს იხდის 905 ქალი და 69 არასრულწლოვანი.
ასევე პირობით სასჯელს იხდის 258 უცხოელი, მათ შორის არიან რუსეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის, სომხეთის, უკრაინის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და იტალიის მოქალაქეები.