ტოჩინოშინმა ტოკიოს ტურნირზე მეოთხე გამარჯვება იზეიმა

© AFP 2024 / BRENDAN SMIALOWSKIსუმოისტი ლევან გორგაძე
სუმოისტი ლევან გორგაძე - Sputnik საქართველო, 1920, 16.01.2022
გამოწერა
სუმოს ელიტურ დივიზიონში პოზიციის შენარჩუნებისთვის ტოჩინოშინმა ტურნირი დადებითი ბალანსით უნდა დაასრულოს.
თბილისი, 16 იანვარი – Sputnik. იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე იანვრის ბაშოზე 34 წლის ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა მეოთხე გამარჯვება მოიპოვა.
ტოჩინოშინმა, რომელიც ჰაცუ ბაშოზე მე-15 მაეგაშირას წოდებით ასპარეზობს, დასავლეთის მე-11 მაეგაშირა - ტერუცუიოსის სძლია. გორგაძემ მარცხენა ჩავლების აღება მოახერხა და მეტოქეს დოჰიოდან გადაყვანა მოახერხა.
ამ გამარჯვების შედეგად ტოჩინოშინმა მიმდინარე ტურნირზე წაგება-მოგების საკუთარი ბალანსი გაათანაბრა (4-4).
უნდა აღინიშნოს, პროფესიული სუმოს ელიტურ დივიზიონში პოზიციის შენარჩუნებისთვის ტოჩინოშინმა ტურნირი დადებითი ბალანსით უნდა დაასრულოს, ამისათვის მას მინიმუმ რვა გამარჯვება სჭირდება.
ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე ჰაცუ ბაშოზე აღმოსავლეთის მე-14 მაეგაშირა - კოტონოვაკა გახდება.
ყველა ახალი ამბავი
0