https://sputnik-georgia.com/20220116/rusulma-gemma-batumis-napirebtan-saruze-wertilsi-dadgma-moaxerxa-263647601.html
რუსულმა გემმა ბათუმის ნაპირებთან საღუზე წერტილში დადგომა მოახერხა
რუსულმა გემმა ბათუმის ნაპირებთან საღუზე წერტილში დადგომა მოახერხა
Sputnik საქართველო
ძლიერი შტორმის გამო გემმა დაკარგა მანევრირების უნარი და ტალღებმა დაიწყო მისი წამოღება ნაპირისკენ.
2022-01-16T13:18+0400
2022-01-16T13:18+0400
2022-01-16T17:16+0400
ახალი ამბები
ბათუმი
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/0f/263641818_709:347:2083:1120_1920x0_80_0_0_d25c71f91f9babfcc334d7926c6d25d6.jpg
თბილისი, 16 იანვარი - Sputnik. რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი SGV-Flot მახინჯაურის ნაპირებთან დრეიფის შემდეგ ზღვაში გავიდა და საღუზე წერტილში დადგა, ნათქვამია საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებაში.რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი (IMO 8033089; რეგისტრაციის პორტი - სანქტ-პეტერბურგი) 2022 წლის 7 იანვარს ბათუმის პორტში საღუზე წერტილში დადგა. 14 იანვარს გემმა სააგენტოსგან მიიღო გაფრთხილება ამინდის მოსალოდნელი მკვეთრი გაუარესების შესახებ. ინფორმაცია მოდრეიფე გემის შესახებ მედიაში 15 იანვარს გავრცელდა.საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მონაცემებით, ბორტზე ეკიპაჟს 13 წევრი იმყოფება. ყველა მათგანი რუსეთის მოქალაქეა.მახინჯაურში მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე იმყოფებოდნენ სააგენტოს თანამშრომლები, სამაშველო ჯგუფი, მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და საპატრულო პოლიცია.საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს შესაბამისი სამსახურები მუდმივ კოორდინაციაში იმყოფებიან გემთან და აგრძელებს მისი ადგილმდებარეობის მონიტორინგს.წყარო - საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო
ბათუმი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/0f/263641818_913:251:2072:1120_1920x0_80_0_0_7d4863edbe5b2ac08473f1524e3ab040.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსული გემი ღუზა ბათუმი
რუსულმა გემმა ბათუმის ნაპირებთან საღუზე წერტილში დადგომა მოახერხა
13:18 16.01.2022 (განახლებულია: 17:16 16.01.2022) ძლიერი შტორმის გამო გემმა დაკარგა მანევრირების უნარი და ტალღებმა დაიწყო მისი წამოღება ნაპირისკენ.
თბილისი, 16 იანვარი - Sputnik. რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი SGV-Flot მახინჯაურის ნაპირებთან დრეიფის შემდეგ ზღვაში გავიდა და საღუზე წერტილში დადგა, ნათქვამია საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებაში.
რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი (IMO 8033089; რეგისტრაციის პორტი - სანქტ-პეტერბურგი) 2022 წლის 7 იანვარს ბათუმის პორტში საღუზე წერტილში დადგა. 14 იანვარს გემმა სააგენტოსგან მიიღო გაფრთხილება ამინდის მოსალოდნელი მკვეთრი გაუარესების შესახებ. ინფორმაცია მოდრეიფე გემის შესახებ მედიაში 15 იანვარს გავრცელდა.
„ძლიერი შტორმის (ზღვის ღელვა აღწევდა 6 ბალს, ქარის სიჩქარე - 12-18 მ/წ.) გამო გემმა დაკარგა მანევრირების უნარი და ტალღებმა დაიწყო მისი წამოღება ნაპირისკენ. მიუხედავად აღნიშნულისა, გემმა საკუთარი ძალებით შეძლო ნაპირისკენ სვლის შეჩერება. დაახლოებით 03:00 საათის შემდეგ გემმა თანდათანობით შეძლო ზღვისკენ სვლა და ამ დროისათვის გემი უკვე უსაფრთხოდ დგას საღუზე წერტილში“, - ნათქვამია განცხადებაში.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მონაცემებით, ბორტზე ეკიპაჟს 13 წევრი იმყოფება. ყველა მათგანი რუსეთის მოქალაქეა.
მახინჯაურში მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე იმყოფებოდნენ სააგენტოს თანამშრომლები, სამაშველო ჯგუფი, მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და საპატრულო პოლიცია.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს შესაბამისი სამსახურები მუდმივ კოორდინაციაში იმყოფებიან გემთან და აგრძელებს მისი ადგილმდებარეობის მონიტორინგს.