https://sputnik-georgia.com/20220116/gaguda-da-gazi-mousva-lagodexsi-qalis-gardacvalebis-faqtze-misi-yofili-qmari-daakaves-263648204.html
გაგუდა და გაზი მოუშვა: ლაგოდეხში ქალის გარდაცვალების ფაქტზე მისი ყოფილი ქმარი დააკავეს
გაგუდა და გაზი მოუშვა: ლაგოდეხში ქალის გარდაცვალების ფაქტზე მისი ყოფილი ქმარი დააკავეს
Sputnik საქართველო
თავდაპირველად ქალის გარდაცვალების მიზეზად მხუთავი აირით ინტოქსიკაცია დასახელდა
2022-01-16T14:45+0400
2022-01-16T14:45+0400
2022-01-16T14:47+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250824828_0:0:2501:1407_1920x0_80_0_0_06a462f89dd34288e2899f1385c88eb5.jpg
თბილისი, 16 იანვარი – Sputnik. ლაგოდეხში ყოფილი მეუღლის მკვლელობის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს, იუწყება „მთავარი არხი“.გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლაგოდეხში სავარაუდოდ მხუთავი აირით ინტოქსიკაციის შედეგად 35 წლამდე ასაკის ქალი გარდაიცვალა. ახლობლებმა ის სახლში, სავარძელში გარდაცვლილი იპოვეს.დღეს კი პოლიციამ მისი ყოფილი მეუღლე დააკავა.კაცმა სავარაუდოდ, ქალი ჯერ გაგუდა, შემდეგ კი სახლში გაზი მოუშვა და დატოვა. ქალს სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ის ბავშვებთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა.მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.გარდაცვლილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომელი იყო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250824828_133:0:2358:1669_1920x0_80_0_0_23d08ff5155e2f10a8864923a58ea556.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ლაგოდეხი კაცი ცოლიმკვლელობა გაზი
ლაგოდეხი კაცი ცოლიმკვლელობა გაზი
გაგუდა და გაზი მოუშვა: ლაგოდეხში ქალის გარდაცვალების ფაქტზე მისი ყოფილი ქმარი დააკავეს
14:45 16.01.2022 (განახლებულია: 14:47 16.01.2022) თავდაპირველად ქალის გარდაცვალების მიზეზად მხუთავი აირით ინტოქსიკაცია დასახელდა
თბილისი, 16 იანვარი – Sputnik. ლაგოდეხში ყოფილი მეუღლის მკვლელობის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს, იუწყება „მთავარი არხი“.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლაგოდეხში სავარაუდოდ მხუთავი აირით ინტოქსიკაციის შედეგად 35 წლამდე ასაკის ქალი გარდაიცვალა. ახლობლებმა ის სახლში, სავარძელში გარდაცვლილი იპოვეს.
დღეს კი პოლიციამ მისი ყოფილი მეუღლე დააკავა.
კაცმა სავარაუდოდ, ქალი ჯერ გაგუდა, შემდეგ კი სახლში გაზი მოუშვა და დატოვა. ქალს სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ის ბავშვებთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
გარდაცვლილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომელი იყო.