ძლიერი თოვა საქართველოს მთებში: როგორ იწმინდება გზები - ვიდეო

გამოწერა
ხულოში ნამდვილი ზამთარი დადგა, თოვლმა გარშემო ყველაფერი დაფარა. იხილეთ ჩვენს ვიდეოში, როგორ იწმინდება გზები მაღალმთიან აჭარაში.
ამავდროულად ბათუმში ძლიერი ქარი და სეტყვა იყო, ხოლო ზღვაში - შტორმი. დიდმა ტალღებმა ბულვართან ნაპირზე გამორიყა ქვები, ქვიშა და ნაგავი. დაზიანდა ინფრასტრუქტურა, გზის საფარი და დეკორატიული გამწვანება.
საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში - აჭარაში, იმერეთში, რაჭასა და სვანეთში მიმავალი გზები ძლიერი თოვის გამო ყველა სახის ტრანსპორტისათვის დაკეტილია. სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ საქართველოშ ტემპერატურა დაეცემა. 17 იანვრამდე ქვეყანაში უამინდობაა მოსალოდნელი.
ყველა ახალი ამბავი
0