Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

5,5 ათასი: როგორი ეპიდვითარებაა საქართველოს რეგიონებში

© photo: Sputnik / Stringerქალი პირბადით
ქალი პირბადით - Sputnik საქართველო, 1920, 16.01.2022
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 5.504-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 995.687-ს მიაღწია.
თბილისი, 16 იანვარი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 5.504 შემთხვევიდან ყველაზე მეტი — 3.222 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე აჭარის რეგიონი, შემდეგ კი იმერეთია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:
აჭარა – 768, იმერეთი – 483, შიდა ქართლი – 203, ქვემო ქართლი – 189, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 184, კახეთი – 159, გურია – 109, მცხეთა-მთიანეთი – 101, სამცხე-ჯავახეთი – 72, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 14.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3.304 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 928.441-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 24 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 14.449-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 52.771 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 4.393 პაციენტი. მათ შორის, თბილისში – 1.848, იმერეთში – 814 , აჭარაში – 606.
967 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 293 პირი, მათგან თბილისში – 163, აჭარაში – 50, იმერეთში – 27.
კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 2.051 ადამიანი, მათ შორის 1.249 – თბილისში, 568 – აჭარაში.
46.327პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 54 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 48, აჭარაში – 6.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 5.504-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 995.687-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0