რატომ ფარავენ პანაშვიდებზე სარკეებს: თურმე საქმე რა ყოფილა

© Pixabay / Simedblackმამაკაცის სახე სარკის ნამტვრევში
მამაკაცის სახე სარკის ნამტვრევში - Sputnik საქართველო, 1920, 15.01.2022
გამოწერა
სიკვდილთან დაკავშირებით ხალხურ რწმენასა და უძველეს ტრადიციებში მყარადაა ფეხმოკიდებული ზოგი ისეთი ჩვეულება, რომლებსაც დღესაც ზედმიწევნით იცავენ ჭირისუფლები.
მათ შორისაა სარკეების ან ამრეკლი ზედაპირის მქონე საგნების დაფარვის წესიც.
ამ ჩვევასთან დაკავშირებით, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა, რამდენიმე მითი არსებობს. ჩვენ სამ უმთავრესს გაგაცნობთ.
მითი პირველი:
სიკვდილის შემდეგ ადამიანის სული გარკვეული დროით შინ რჩება. და თუ მან სარკეში შეაღწია, სამუდამოდ იქ ჩაიკეტება და ვერ ამაღლდება ზეციურ სამყაროში;
მითი მეორე:
სარკე სამყაროთა შორის პორტალია, რომელსაც სულიერი ენერგიის ზონა გააჩნია. და თუ მას არ შევფუთავთ, გარდაცვლილის სული ამ ზონაში გადაინაცვლებს და ცხედრის დაკრძალვის შემდეგ, სული პერიოდულად გამოჩნდება ხოლმე სარკეში;
მითი მესამე:
თუ ადამიანი სარკეში მაშინ ჩაიხედავს, როცა სახლში მიცვალებული ასვენია, გარდაცვლილის სული მალე მიაკითხავს მას იმიერ სამყაროში წასაყვანად...
რაც შეეხება იმას, თუ საიდან გაჩნდა სარკის დაფარვის წესი, ასევე რამდენიმე ვერსია არსებობს.
ერთი ვერსიით, სარკეების დაფარვის წესს იუდაიზმში ჩაეყარა საფუძველი და მას განსაკუთრებით იცავდნენ რაბინები.

საქმე ისაა, რომ იუდეველი ღვთისმსახურების მოსაზრებით, როცა შინ გარდაცვლილი ესვენა, ჭირისუფალი მხოლოდ თავის შინაგან განცდებზე უნდა ყოფილიყო კონცენტრირებული და ყურადღება წვრილმანებზე არ უნდა გადაეტანა — მაგალითად იმაზე, თუ როგორ გამოიყურებოდა. ხოლო დაუფარავი სარკე მხოლოდ ხელს უწყობდა ადამიანის ცთუნებას და მწუხარების დროს ადამიანური სისუსტის გამოჩენას.
გარდა ამისა, არსებობს სხვა ვერსიაც: იუდეველები, როგორც წესი, გარდაცვლილის სახლში ლოცვებს აღავლენენ ხოლმე, სარკესთან ლოცვა კი ებრაელებს ეკრძალებათ. ეს იმიტომ, რომ სარკის წინ ლოცვა საკუთარი თავის მიმართ თაყვანისცემას ჩამოჰგავს...
ყველა ახალი ამბავი
0