ვაკეში ერთი თვით ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

© Facebook / Giorgi Kvirikashviliწყნეთი-ბეთანიას გზა
წყნეთი-ბეთანიას გზა - Sputnik საქართველო, 1920, 15.01.2022
გამოწერა
შეზღუდვა ღამის საათებში იმოქმედებს
თბილისი, 15 იანვარი – Sputnik. ვაკეში, წყნეთის გზატკეცილისა და უჩანეიშვილის ქუჩის კვეთაზე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, ტრანსპორტის გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება.
დღის განმავლობაში ტრანსპორტის გადაადგილება ჩვეულ რეჟიმში განხორციელდება, ხოლო 23:00-დან 08:00 საათამდე პერიოდში, დაგეგმილი სამუშაოების ინტენსივობიდან გამომდინარე, ავტომობილების მოძრაობა შესაძლებელი იქნება შეფერხებით.
შეზღუდვა 17 იანვრიდან ერთი თვის განმავლობაში იმოქმედებს, აცხადებენ თბილისის მერიაში.
ყველა ახალი ამბავი
0