https://sputnik-georgia.com/20220115/saqartvelosi-omikronit-inficirebulta-raodenoba-izrdeba-263638403.html
საქართველოში „ომიკრონით“ ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება
საქართველოში „ომიკრონით“ ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება
Sputnik საქართველო
დღეისათვის საქართველოში ახალი შტამით ინფიცირების 1.185 შემთხვევა დაფიქსირდა. 15.01.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-01-15T17:17+0400
2022-01-15T17:17+0400
2023-08-17T18:15+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/0b/263510893_0:0:3073:1728_1920x0_80_0_0_37459de8b9631689a7ccea6720478cd2.jpg
თბილისი, 15 იანვარი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამით, „ომიკრონით“ ინფიცირებულთა რიცხვი კვლავ იზრდება - ქვეყანაში დღე-ღამეში 89 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ნათქვამია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.საქართველოში „ომიკრონ" შტამით ინფიცირების პირველი ორი შემთხვევა 2021 წლის 20 დეკემბერს გამოვლინდა. ინფიცირებულებიდან ერთს აშშ-ში, მეორეს კი დუბაიში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა. შემდგომში ვირუსი დაუდგინდა პრაქტიკულად ყველა პირს, ვისაც მათთან კონტაქტი ჰქონდა.დღეისათვის საქართველოში ახალი შტამით ინფიცირების 1185 შემთხვევა დაფიქსირდა.ეპიდემიოლოგებს მიაჩნიათ, რომ „ომიკრონით“ ინფიცირების რისკის ქვეშ არიან როგორც კოვიდგადატანილები, ისე აცრილი პირები. ინფიცირების ყველაზე ნაკლები შანსი აქვთ ბუსტერ-დოზით აცრილებს.ბოლო მონაცემებით, 15 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს ზრადსრული მოსახლეობის 41,4%-ს სრულად არის აცრილი, 45,5%-ს კი მინიმუმ პირველი დოზა აქვს გაკეთებული.საქართველო კორონავირუსის გავრცელების მეექვსე ტალღას ებრძვის. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ინფიცირების 5.381 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში ინფიცირების 990 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, 925 ათასზე მეტი გამოჯანმრთელდა, 14.425 პირი გარდაიცვალა.წყარო - დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/0b/263510893_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_44c6b722933206798e700ec81d4b5090.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო „ომიკრონი“ ინფიცირება
საქართველო „ომიკრონი“ ინფიცირება
საქართველოში „ომიკრონით“ ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება
17:17 15.01.2022 (განახლებულია: 18:15 17.08.2023) დღეისათვის საქართველოში ახალი შტამით ინფიცირების 1.185 შემთხვევა დაფიქსირდა.
თბილისი, 15 იანვარი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამით, „ომიკრონით“ ინფიცირებულთა რიცხვი კვლავ იზრდება - ქვეყანაში დღე-ღამეში 89 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ნათქვამია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.
საქართველოში „ომიკრონ" შტამით ინფიცირების პირველი ორი შემთხვევა 2021 წლის 20 დეკემბერს გამოვლინდა. ინფიცირებულებიდან ერთს აშშ-ში, მეორეს კი დუბაიში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა. შემდგომში ვირუსი დაუდგინდა პრაქტიკულად ყველა პირს, ვისაც მათთან კონტაქტი ჰქონდა.
დღეისათვის საქართველოში ახალი შტამით ინფიცირების 1185 შემთხვევა დაფიქსირდა.
ეპიდემიოლოგებს მიაჩნიათ, რომ „ომიკრონით“ ინფიცირების რისკის ქვეშ არიან როგორც კოვიდგადატანილები, ისე აცრილი პირები. ინფიცირების ყველაზე ნაკლები შანსი აქვთ ბუსტერ-დოზით აცრილებს.
ბოლო მონაცემებით, 15 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს ზრადსრული მოსახლეობის 41,4%-ს სრულად არის აცრილი, 45,5%-ს კი მინიმუმ პირველი დოზა აქვს გაკეთებული.
საქართველო კორონავირუსის გავრცელების მეექვსე ტალღას ებრძვის. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ინფიცირების 5.381 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში ინფიცირების 990 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, 925 ათასზე მეტი გამოჯანმრთელდა, 14.425 პირი გარდაიცვალა.