Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

საქართველოში კორონავირუსი 101 წლის ქალმა დაამარცხა

© photo: Sputnik / Konstantin Mihalchevskiy / გადასვლა მედიაბანკშიექთანი წვეთოვანს აყენებს
ექთანი წვეთოვანს აყენებს - Sputnik საქართველო, 1920, 15.01.2022
გამოწერა
პაციენტს თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა, თუმცა ჩატარებული მკურნალობის შემდეგ ის სახლში გაწერეს
თბილისი, 15 იანვარი – Sputnik. ქუთაისში კორონავირუსით ინფიცირებული 101 წლის ქალი გამოჯანმრთელდა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
არსებული ინფორმაციით, პაციენტი მკურნალობის კურსს რეფერალურ ჰოსპიტალში გადიოდა.
როგორც კლინიკაში აცხადებენ, ელენე ლანჩავა საავადმყოფოში რვა დღის წინ შეიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის იყო.
101 წლის ქალი სრულად გამოჯანმრთელებული დღეს სახლში გაეწერა.
საქართველოში ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1.065 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 925.137-მდე გაიზარდა.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0