მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პრეზიდენტობის კორეელი კანდიდატი რუსეთისგან შორეული აღმოსავლეთის ქირაობას აპირებს

© photo: Sputnik / Sergei Krasnoukhov / გადასვლა მედიაბანკშისახალინი
სახალინი - Sputnik საქართველო, 1920, 15.01.2022
გამოწერა
თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატი ჰო იონ-გიონი, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, რუსეთის შორეული აღმოსავლეთის ტერიტორიების გრძელვადიანი იჯარით აღებას აპირებს, რაც ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიაში ეკონომიკური აღმავლობის ერთობლივი ზონის შექმნისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი იქნება.
გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია სახალინზე, ამურზე, ხაბაროვსკზე, მაგადანზე, კამჩატკასა და ჩუკოტკაზე, სადაც, იონ-გიონის აზრით, „ბევრი კორეელი ცხოვრობს“.

„ჩვენთვის აუცილებელია რუსეთისგან ამ რაიონების იჯარით აღება, შევქმნით რა ამით ეკონომიკური განვითარების სარტყელს პუსან-ვლადივოსტოკის მიმართულებით“, — აღნიშნა პრეზიდენტობის კანდიდატმა.

მისი თქმით, ამ რეგიონებში, რომლებიც ფართობით ბევრად აღემატება სამხრეთ კორეის ტერიტორიას, შესაძლებელი იქნება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება — სოიოსა და ხორბლის ჩათვლით, რაც ორივე მხარისთვის ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება და ამასთან ორმხრივ ურთიერთობებსაც განამტკიცებს.
ყველა ახალი ამბავი
0