რუსთავში გაურკვეველ ვითარებაში არასრულწლოვანი დაიღუპა

© photo: Sputnik / Stringerპოლიციის ლენტი
პოლიციის ლენტი - Sputnik საქართველო, 1920, 15.01.2022
გამოწერა
არ არის გამორიცხული, რომ ახალგაზრდა ალკოჰოლური ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალა
თბილისი, 15 იანვარი – Sputnik. ძველით ახალ წელს რუსთავში 17 წლის ბიჭის ცხედარი აღმოაჩინეს, იუწყება ტელეარხი „მთავარი არხი“.
წინასწარი ინფორმაციით, ახალგაზრდის გარდაცვალება ალკოჰოლურმა ინტოქსიკაციამ გამოიწვია - ის მეგობრების წრეში ძველით ახალ წელს აღნიშნავდა.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენის შემდეგ საქმე შესაძლოა გადაკვალიფიცირდეს.
ყველა ახალი ამბავი
0