Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

კულუმბეგოვი: კოვიდგადატანილს „ომიკრონით“ ინფიცირების მეტი შანსი აქვს

© AP Photo / Jerome Delayლაბორატორიაში
ლაბორატორიაში - Sputnik საქართველო, 1920, 15.01.2022
გამოწერა
ერთადერთი, ვინც „ომიკრონისგან“ არის დაცული, ბუსტერ-დოზით აცრილი ადამიანები არიან, მიაჩნია ექიმს
თბილისი, 14 იანვარი - Sputnik. მათთვის, ვინც კორონავირუსი უკვე გადაიტანა, „ომიკრონით“ ინფიცირების რისკი ხუთჯერ მაღალია, განაცხადა ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა.
„ომიკრონი“ გაცილებით სწრაფად ვრცელდება, ვიდრე „დელტა“. საქართველოში „ომიკრონით“ ინფიცირებულთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება. 14 იანვრის მონაცემებით, ქვეყანაში 1.096 შემთხვევა დაფიქსირდა.
კულუმბეგოვის თქმით, ორჯერ აცრილი ადამიანებიც კი მაღალი რისკის ჯგუფს განეკუთვნებიან,
„თუ ადამიანს კორონავირუსის ინფექცია გადატანილი აქვს „ალფა", „ბეტა" თუ „დელტა“ ვარიანტით, შეიძლება დაავადების დასრულებიდან მეორე დღეს 50% ჰქონდეს რისკი იმისა, რომ შეხვდეს „ომიკრონი"...რეინფიცირების რისკის ქვეშ დგება ადამიანი, რაც მეტი დროა გასული ვაქცინაციიდან ან ინფექციის გადატანიდან - სამი თვე და მეტი“, - განაცხადა კულუმბეგოვმა.
ამასთან მან აღნიშნა, რომ ერთადერთი, ვინც „ომიკრონისგან“ არის დაცული, ბუსტერ-დოზით აცრილი ადამიანები არიან, რომელთა რაოდენობა დღეისთვის 100 ათასს არ აღემატება.
ბოლო დღეებში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 5 ათასს აჭარბებს. პანდემიის დაწყებიდან 984 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 924 ათასზე მეტი ადამიანი, გარდაიცვალა 14.395.
ყველა ახალი ამბავი
0