„ცეკვავენ ვარსკვლავების" მეათე სეზონის გამარჯვებული ტანმოვარჯიშე გახდა

© photo: Sputnik / Maksim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშისალომე ფაჟავა
სალომე ფაჟავა - Sputnik საქართველო, 1920, 15.01.2022
გამოწერა
ტიტულოვანმა სპორტსმენმა ტელეპროექტის მთავარი პრიზი - ბინა ბათუმში მიიღო
თბილისი, 15 იანვარი – Sputnik. ტანმოვარჯიშე სალომე ფაჟავა და მისი პარტნიორი რატი გაჩეჩილაძე საქართველოში ტელეპროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავების" მეათე სეზონის გამარჯვებულები გახდნენ.
საიუბილეო სეზონის ფინალში გამარჯვებულები ტრადიციულად მაყურებლებმა გამოავლინეს. საკონკურსო წყვილები შედგება პროფესიონალი და არაპროფესიონალი მოცეკვავეებისგან (მსახიობი, მომღერალი, წამყვანი, ბლოგერი და ა.შ.). პოპულარული შოუს მთავარი პრიზი ბინაა. ის „მოყვარული" მოცეკვავეს გადაეცემა.
ცნობილმა ქართველმა ტანმოვარჯიშემ, გამარჯვებულის სტატუეტის გარდა, მიიღო მთავარი პრიზი - ბინა ბათუმში.
© photo: Sputnik / Григорий Сысоев / გადასვლა მედიაბანკშისალომე ფაჟავა
Саломе Пажава - Sputnik საქართველო, 1920, 15.01.2022
სალომე ფაჟავა
მაყურებლის გადაწყვეტილებით, მესამე ადგილი თი მაჭავარიანმა და ერეკლე გირგვლიანმა დაიკავეს, ხოლო მეორე - გიგა კვეტენაძემ და ირა კვიტინსკაიამ.
სალომე ფაჟავა 24 წლისაა. სალომე ფაჟავამ საქართველოს სახელით ორ ოლიმპიურ თამაშებში მიიღო მონაწილეობა. რიოს ოლიმპიურ თამაშებზე 2016 წელს მან მე-14 ადგილი დაიკავა, ხოლო ტოკიოში წელს მე-17 იყო.
ფაჟავა საქართველოს პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი წარმომადგენელია, ვისაც ევროპის ჩემპიონატებზე მედალი აქვს მოპოვებული. 2015 წელს ბაქოში ჩატარებულ „ევროპულ თამაშებზე“ ფაჟავამ ბაფთით შეჯიბრებაში მესამე ადგილი დაიკავა.
აღსანიშნავია, რომ ფაჟავამ ორჯერ დაიკავა მეოთხე ადგილი მსოფლიო თასის ეტაპებზე – ბაქოში (2018) გურზებით შეჯიბრებაში და პესაროში (იტალია, 2019) – ბაფთით შეჯიბრებაში.
ყველა ახალი ამბავი
0