ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში ახალშობილი გარდაიცვალა

© Pixabay / SeppHახალშობილი
ახალშობილი - Sputnik საქართველო, 1920, 15.01.2022
გამოწერა
ოჯახი აცხადებს, რომ არც ბავშვს, არც მის დედას ჯანმრთელობის რაიმე პრობლემა არ ჰქონია
თბილისი, 15 იანვარი – Sputnik. ბათუმში ახალშობილი გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
შემთხვევა გუშინ, კლინიკა „ბაუში“ მოხდა.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, 24 წლის ორსული კლინიკაში სამშობიარო ტკივილებით შეიყვანეს, ექიმებმა გაუტკივარება გაუკეთეს, დღეს დილით კი ოჯახს განუცხადეს, რომ ახალშობილი გარდაიცვალა.
ახალნამშობიარევი ქალის ოჯახი მომხდარში მკურნალ ექიმს ადანაშაულებს და აცხადებენ, რომ არც ორსულს და არც ნაყოფს ჯანმრთელობის პრობლემა არ ჰქონია. მიზეზი კი ექიმების დაუდევრობა გახდა, რის გამოც ახალშობილი დაიღუპა.
კლინიკის მენეჯერის განცხადებით, ფაქტზე დაწყებულია შიდა მოკვლევა, ასევე მიმდინარეობს ექსპერტიზა და დეტალები სწორედ ექსპერტიზის შემდეგ გახდება ცნობილი.
ყველა ახალი ამბავი
0