https://sputnik-georgia.com/20220115/axali-saxeebi-da-struqtura-nacmozraoba-cvlilebebistvis-emzadeba-263640423.html
ახალი სახეები და სტრუქტურები: „ნაცმოძრაობა“ ცვლილებებისთვის ემზადება
ახალი სახეები და სტრუქტურები: „ნაცმოძრაობა“ ცვლილებებისთვის ემზადება
Sputnik საქართველო
პარტია მოსახლეობის მხრიდან მხარდაჭერის 10%-ით გაზრდას გეგმავს. 15.01.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-01-15T19:50+0400
2022-01-15T19:50+0400
2022-01-15T19:50+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23460/79/234607918_0:79:1498:922_1920x0_80_0_0_72a1415af1ae5dfd7ed434810eed7180.jpg
თბილისი, 15 იანვარი – Sputnik. მთავარ ოპოზიციურ პარტიაში „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ახალი სტრუქტურები შეიქმნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტიის წევრმა ნიკა ობოლაძემ განუცხადა.კვირის დასაწყისში „ნაციონალური მოძრაობის“ მორიგი ყრილობა გაიმართა, რომლის დროსაც საკვანძო პოზიციები საზოგადოებისთვის უკვე ცნობილმა პირებმა დაიკავეს. ასე, მაგალითად, თავად ნიკა მელიამ დატოვა პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტი, მაგრამ შეინარჩუნა პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა. მისი ადგილი პოლიტსაბჭოში კობა ნაყოფიამ დაიკავა.პარტიის კიდევ ერთმა წევრმა, პეტრე ცისკარიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში არ გამორიცხა, რომ პარტიის მთავარ ოფისში ცვლილებები მოხდეს.„კონსულტაციები გვაქვს ჩვენი გუნდის წევრებთან, მხარდამჭერებთან და ყველასთან, ვისთან ერთადაც შესაძლებელი იქნება იმ ამოცანებისა და გამოწვევების გადალახვა, რომელიც არამხოლოდ პარტიას, არამედ პირველ რიგში, ქვეყანას უდგას“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.პარტია მოსახლეობის მხრიდან მხარდაჭერის 10%-ით გაზრდას გეგმავს, ასევე აპირებს ახალგაზრდული ფრთის გაფართოებას და ახალი კადრების მოზიდვას.ადგილობრივი თვითმმართველობის ბოლო არჩევნების შედეგად, რომელიც ქვეყანაში 2021 წლის შემოდგომაზე გაიმართა, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2012 წლის შემდეგ ამომრჩევლის ყველაზე დიდი მხარდაჭერა მიიღო.პარტიამ პროპორციულ ნაწილში მეორე ადგილი დაიკავა და ხმების 30,6%-ზე მეტი მიიღო. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ბოლო ცხრა წლის განმავლობაში პირველ ადგილზეა. ადგილობრივ არჩევნებში მან ხმების 46,7%-ზე მეტი მიიღო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23460/79/234607918_83:0:1416:1000_1920x0_80_0_0_3864902ac5269fa2a6d29201463a07e6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი სახეები და სტრუქტურები: „ნაცმოძრაობა“ ცვლილებებისთვის ემზადება
პარტია მოსახლეობის მხრიდან მხარდაჭერის 10%-ით გაზრდას გეგმავს.
თბილისი, 15 იანვარი – Sputnik. მთავარ ოპოზიციურ პარტიაში „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ახალი სტრუქტურები შეიქმნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტიის წევრმა ნიკა ობოლაძემ განუცხადა.
კვირის დასაწყისში „ნაციონალური მოძრაობის“ მორიგი ყრილობა გაიმართა, რომლის დროსაც საკვანძო პოზიციები საზოგადოებისთვის უკვე ცნობილმა პირებმა დაიკავეს. ასე, მაგალითად, თავად ნიკა მელიამ დატოვა პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტი, მაგრამ შეინარჩუნა პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა. მისი ადგილი პოლიტსაბჭოში კობა ნაყოფიამ დაიკავა.
„პარტიაში ხდება პასუხისმგებლობების უფრო მეტად გადანაწილება, ახალი სტრუქტურული ერთეულების შექმნა-გაძლიერება. ვემზადებით იმისთვის, რომ მეტად იყოს ხალხის ნება ასახული ქვეყნის მმართველობაში. შესაბამისად, ჩვენი სტრუქტურა უნდა იყოს მეტად ძლიერი“, - აცხადებს ობოლაძე.
პარტიის კიდევ ერთმა წევრმა, პეტრე ცისკარიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში არ გამორიცხა, რომ პარტიის მთავარ ოფისში ცვლილებები მოხდეს.
„კონსულტაციები გვაქვს ჩვენი გუნდის წევრებთან, მხარდამჭერებთან და ყველასთან, ვისთან ერთადაც შესაძლებელი იქნება იმ ამოცანებისა და გამოწვევების გადალახვა, რომელიც არამხოლოდ პარტიას, არამედ პირველ რიგში, ქვეყანას უდგას“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.
პარტია მოსახლეობის მხრიდან მხარდაჭერის 10%-ით გაზრდას გეგმავს, ასევე აპირებს ახალგაზრდული ფრთის გაფართოებას და ახალი კადრების მოზიდვას.
„ამას სჭირდება ძალიან მოქნილი, კარგი მენეჯმენტი და ახალი სამდივნო, რაც სწორედ ამ ნიშნით იქნება შერჩეული“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.
ადგილობრივი თვითმმართველობის ბოლო არჩევნების შედეგად, რომელიც ქვეყანაში 2021 წლის შემოდგომაზე გაიმართა, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2012 წლის შემდეგ ამომრჩევლის ყველაზე დიდი მხარდაჭერა მიიღო.
პარტიამ პროპორციულ ნაწილში მეორე ადგილი დაიკავა და ხმების 30,6%-ზე მეტი მიიღო. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ბოლო ცხრა წლის განმავლობაში პირველ ადგილზეა. ადგილობრივ არჩევნებში მან ხმების 46,7%-ზე მეტი მიიღო.