https://sputnik-georgia.com/20220115/avaria-gorsi-dasavebulebs-soris-bavsvebic-arian-263642544.html
ავარია გორში - დაშავებულებს შორის ბავშვებიც არიან
ავარია გორში - დაშავებულებს შორის ბავშვებიც არიან
Sputnik საქართველო
მედიკოსების ინფორმაციით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 15.01.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-01-15T23:37+0400
2022-01-15T23:37+0400
2022-01-15T23:38+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/10/262898358_0:0:3293:1853_1920x0_80_0_0_d2716c6dcf14e441ff639a712e01f824.jpg
თბილისი, 15 იანვარი – Sputnik. გორთან ახლოს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ექვსი ადამიანი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულებს შორის ოთხი არასრულწლოვანია, მათგან ყველაზე უმცროსი ოთხი წლისაა.დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანეს.როგორც კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ხათუნა შრუბმა განაცხადა, ექვსივე პაციენტს ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა, გაეწიათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.მისივე ინფორმაციით, იგეგმება ერთ-ერთი არასრულწლოვანი დაშავებულის გადაყვანა თბილისში, სპეციალიზებულ კლინიკაში.უამინდობამ და მოსულმა თოვლმა საქართველოს გზებზე პრობლემები შექმნა. ქვეყნის მასშტაბით გარკვეულ მონაკვეთებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/10/262898358_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_8ee35738f7d8c502158b4d7b51263352.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ავარია გორი დაშავებულები ბავშვები
ავარია გორი დაშავებულები ბავშვები
ავარია გორში - დაშავებულებს შორის ბავშვებიც არიან
23:37 15.01.2022 (განახლებულია: 23:38 15.01.2022) მედიკოსების ინფორმაციით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
თბილისი, 15 იანვარი – Sputnik. გორთან ახლოს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ექვსი ადამიანი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულებს შორის ოთხი არასრულწლოვანია, მათგან ყველაზე უმცროსი ოთხი წლისაა.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანეს.
როგორც კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ხათუნა შრუბმა განაცხადა, ექვსივე პაციენტს ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა, გაეწიათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მისივე ინფორმაციით, იგეგმება ერთ-ერთი არასრულწლოვანი დაშავებულის გადაყვანა თბილისში, სპეციალიზებულ კლინიკაში.
უამინდობამ და მოსულმა თოვლმა საქართველოს გზებზე პრობლემები შექმნა. ქვეყნის მასშტაბით გარკვეულ მონაკვეთებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.