თეა წულუკიანი თეატრის თანამშრომლებსა და მოყვარულებს თეატრის დღეს ულოცავს

© photo: Sputnik / Stringerთეა წულუკიანი
თეა წულუკიანი - Sputnik საქართველო, 1920, 14.01.2022
გამოწერა
ქართული თეატრის დღის აღნიშვნა 1850 წლის 14 იანვარს გიორგი ერისთავის პიესის პირველ წარმოდგენას უკავშირდება.
თბილისი, 14 იანვარი - Sputnik. საქართველოს ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი თეატრის თანამშრომლებსა და ყველა მოყვარულს ქართული თეატრის დღეს ულოცავს. მინისტრმა მისალოცი წერილი საკუთარ Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა.
დღეს ქართული თეატრის დღეა - საქართველოში ეს დღე 172-ედ აღინიშნება. წულუკიანმა ქართული თეატრის თანამშრომლებს წარმატებები უსურვა.
„ხელოვნების მიზანი უბრალოა – მიანიჭოს ადამიანს სიხარული, შთაბეროს მას მხნეობა“, - ამ სიტყვების ავტორმა, დიდმა კოტე მარჯანიშვილმა, ყველაზე უკეთ იცოდა, თუ რა ძნელად მისაღწევი იყო ეს მიზანი. დღეს, პანდემიის პირობებში, ეს მიზანი კიდევ უფრო გართულებულია“, - წერს წულუკიანი.
ამიტომაც დღეს კიდევ უფრო აქტუალურია ცნობილი სიტყვები, რომელთაც, ვერიკო ანჯაფარიძის მოწმობით, თავის მოწაფეებს კოტე მარჯანიშვილი მუდმივად უმეორებდა: „გვიყვარდეს ხელოვნება საკუთარ თავში და არა საკუთარი თავი ხელოვნებაში“. ასეთ სიყვარულსა და დიდ შემოქმედებით წარმატებებს გისურვებთ, აღნიშნა მინისტრმა.
თავისი არსებობის ათვლას თეატრის დღე იმ საღამოდან იწყებს, როდესაც პირველად 1850 წელს ნაჩვენები იყო ქართული თეატრის პროფესიონალი ფუძემდებლის გიორგი ერისთავის პიესა „გაყრა". ეს იყო პირველი და მაშინ ერთადერთი პროფესიული ქართული თეატრი საქართველოში.
სცენის ფარდა - Sputnik საქართველო, 1920, 14.01.2022
14 იანვარი ქართული თეატრის დღეა
ამჟამად საქართველო 50-მდე თეატრს ითვლის.
ყველა ახალი ამბავი
0