https://sputnik-georgia.com/20220114/salome-zurabisvilma-mosaxleobas-qartuli-drosis-dre-miuloca-263618365.html
სალომე ზურაბიშვილმა მოსახლეობას ქართული დროშის დღე მიულოცა
სალომე ზურაბიშვილმა მოსახლეობას ქართული დროშის დღე მიულოცა
Sputnik საქართველო
ორბელიანების სასახლის ეზოში საქართველოს სახელმწიფო დროშის ეტალონი აღიმართა, სასახლეზე დროშები გადმოიფინა
2022-01-14T15:49+0400
2022-01-14T15:49+0400
2022-01-14T15:49+0400
საქართველოს პრეზიდენტი
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24603/08/246030810_0:0:3000:1688_1920x0_80_0_0_26c60714a8830a0e78b51b0085383705.jpg
თბილისი, 14 იანვარი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეებს სახელმწიფო დროშის დღე მიულოცა. სალომე ზურაბიშვილმა მილოცვის ტექსტი საკუთარ ოფიციალურ facebook–გვერდზე გამოაქვეყნა.დღეს საქართველოში ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი ატრიბუტის – სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება. ეს თარიღი პირველად 2012 წელს აღინიშნა 2004 წლის 14 იანვარს დამტკიცებული კანონის საფუძველზე, რომლის თანახმადაც ხუთჯვრიანი დროშა საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოდ გამოცხადდა.დროშის აღმართვის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა და მრჩევლებმა, სახელმწიფო ჰიმნი კი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ორკესტრმა შეასრულა.სხვადასხვა ისტორიულ წყაროში ქართული დროშა მე-12 საუკუნიდან ძირითადად თეთრ-წითელ ფერებში არის მოხსენებული. ქართული თეთრი დროშა წითელი ჯვრებით შეტანილია მე-14 საუკუნის „მსოფლიო ატლასში", რომელიც ფრანცისკანელმა ბერმა (მისი სახელი უცნობია) შეადგინა. ასეთივე დროშა იყო გამოსახული იმ წლების იტალიურ და ესპანურ რუკებზე.უწინდელი დროშა, რომელსაც პირველი ქართული რესპუბლიკის დროშას უწოდებენ, სახელმწიფო სიმბოლოდ 1990 წლის 14 ნოემბერს დამტკიცდა.წყარო: საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებ–გვერდი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24603/08/246030810_333:0:3000:2000_1920x0_80_0_0_417311435d5f658cfd6c5f69b5e93bc0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პრეზიდენტი სასახლე დროშა სახელმწიფო
პრეზიდენტი სასახლე დროშა სახელმწიფო
სალომე ზურაბიშვილმა მოსახლეობას ქართული დროშის დღე მიულოცა
დღევანდელ დღესთან დაკავშირებით ორბელიანების სასახლეზე სახელმწიფო დროშები გადმოიფინა.
თბილისი, 14 იანვარი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეებს სახელმწიფო დროშის დღე მიულოცა. სალომე ზურაბიშვილმა მილოცვის ტექსტი საკუთარ ოფიციალურ facebook–გვერდზე გამოაქვეყნა.
დღეს საქართველოში ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი ატრიბუტის – სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება. ეს თარიღი პირველად 2012 წელს აღინიშნა 2004 წლის 14 იანვარს დამტკიცებული კანონის საფუძველზე, რომლის თანახმადაც ხუთჯვრიანი დროშა საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოდ გამოცხადდა.
„გილოცავთ დროშის დღეს. ორბელიანების სასახლის ეზოში საქართველოს სახელმწიფო დროშის ეტალონი აღიმართა", - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა.
დროშის აღმართვის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა და მრჩევლებმა, სახელმწიფო ჰიმნი კი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ორკესტრმა შეასრულა.
სხვადასხვა ისტორიულ წყაროში ქართული დროშა მე-12 საუკუნიდან ძირითადად თეთრ-წითელ ფერებში არის მოხსენებული. ქართული თეთრი დროშა წითელი ჯვრებით შეტანილია მე-14 საუკუნის „მსოფლიო ატლასში", რომელიც ფრანცისკანელმა ბერმა (მისი სახელი უცნობია) შეადგინა. ასეთივე დროშა იყო გამოსახული იმ წლების იტალიურ და ესპანურ რუკებზე.
უწინდელი დროშა, რომელსაც პირველი ქართული რესპუბლიკის დროშას უწოდებენ, სახელმწიფო სიმბოლოდ 1990 წლის 14 ნოემბერს დამტკიცდა.