ძველით ახალი წელი საქართველოში - სად შეიძლება წასვლა 14-16 იანვარს
© photo: Sputnik / Alexander Imedashviliორბელიანის მოედანი
© photo: Sputnik / Alexander Imedashvili
გამოწერა
ახალი წლის დღესასწაული ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება და ცხოვრება ჩვეულ რიტმს უბრუნდება. თუმცა ეს სულაც არ არის საბაბი, მოიწყინოთ.
სამუშაო გარემოს ამაღლებული განწყობით დაუბრუნდით, მაგრამ მხოლოდ ხალისიანად გატარებული შაბათ-კვირის შემდეგ. ამისათვის „Sputnik-საქართველომ“, ტრადიციულად, მკითხველს ყველაზე საინტერესო გასართობი ღონისძიებების სია მოუმზადა. ძველით ახალ წელს გილოცავთ, მეგობრებო!
აღნიშნეთ ძველით ახალი წელი!
როდის: 14 იანვარი, 20:00
სად: ორბელიანის სასახლის ბაღი
დეტალურად გაეცანით: https://www.facebook.com/events/269665311898338/?active_tab=discussion
ძველით ახალი წელი - შესანიშნავი შესაძლებლობაა საყვარელი დღესასწაული კიდევ ერთხელ აღნიშნოთ. ამასთან, ეს შეიძლება სასიამოვნო გარემოში გააკეთოთ, მოუსმინოთ მუსიკას ცოცხალი შესრულებით, დააგემოვნოთ ტრადიციული საახალწლო კერძები და, რასაკვირველია, ღვინო. ღონისძიებაზე მსმენელის წინაშე ქართველი მომღერალი ნინუცა ბედიაშვილი წარდგება.
საშობაო მუსიკის კონცერტი
როდის: 16 იანვარი, 17:00 ს
სად: შოთა რუსთაველის სახელობის თეატრი
გთავაზობთ დროის კულტურულად გატარებას კლასიკური მუსიკისა და საშობაო მოტივების კონცერტზე თბილისის ახალგაზრდული ორკესტრისა და ეროვნული სასახლის ვოკალის სკოლის გუნდის შესრულებით.
ლეგენდარული ქართველი სცენოგრაფის გამოფენა
როდის: 14 იანვარი-13 თებერვალი
სად: შევარდნაძის სახელობის გალერეა (რუსთაველის გამზირი, 11)
ესტუმრეთ გამოჩენილი ქართველი სცენოგრაფის, სოლიკო ვირსალაძის (1909-1988) რეტროსპექტულ გამოფენას. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის 200-მდე ნამუშევარი და საარქივო ნივთები სახლ-მუზეუმიდან, ასევე კოსტიუმები, რომლებიც მისი ესკიზებით შეიქმნა, მათ შორის, ლეგენდარული ქართული ანსამბლ „სუხიშვილებისთვის“. აღსანიშნავია, რომ სოლიკო ვირსალაძის ბოლო გამოფენა საქართველოში 20 წლის წინ გაიმართა.
სიმფონიური მუსიკის კონცერტი
როდის: 14 იანვარი, 19:30
სად: კახიძის სახელობის მუსიკალური ცენტრი (აღმაშენებლის გამზირი, 125)
ჯანსუღ კახიძის მუსიკალური ცენტრი მსმენელს სთავაზობს ლისტის ნაწარმოებს „სიკვდილის ცეკვა“ ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის და შუმანის №4 სიმფონიას.
„კატეგორიული“ მხატვრების ნამუშევრები
როდის: 22 იანვრამდე
სად: Moma Tbilisi(რუსთაველის გამზ. 27)
ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა თავი მოუყარა ოთხი ქართველი მხატვარი ქალის ნამუშევრებს, რომლებიც თავიანთ ვიდეოინსტალაციებში ცდილობენ, დაინახონ სამყარო სრულიად სხვა, ახალი კუთხით. თითოეული პროექტი განსხვავდება გადმოცემის ინტენსივობით, საკმაოდ კატეგორიული ფორმითა და ტონით.
Latino Party
როდის: 14 იანვარი, 20:00
სად: Backstage76 (ჭანტურიას ქ. 8)
თუ არ გაკმაყოფილებთ მშვიდი საღამოები, გამოფენები და კლასიკური მუსიკა, მაშინ გთავაზობთ Latino Party-ზე წასვლას, სადაც შეძლებთ ენერგიის დახარჯვასა და დაძაბულობის მოხსნას.
ჯაზის საღამო
როდის: 15 იანვარი, 20:30
სად: Sheen•Aura(ნუცუბიძის ქ. 189)
ჯაზის მოყვარულებს შეუძლიათ რეზო კიკნაძის კვარტეტის მოსმენა. თავად კიკნაძე საქსოფონზე დაუკრავს, ლაშა დეისაძე - გიტარაზე, გიორგი სამსონაძე - ბასზე, გიორგი მელიქიშვილი კი - დასარტყამ ინსტრუმენტებზე.
ველოსიპედებით გასეირნება
როდის: 15 იანვარი
სად: მსვლელობა დაიწყება რესპუბლიკის მოედნიდან
დღესასწაულებისა და გემრიელი კერძების დაგემოვნების შემდეგ განტვირთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება ველოსიპედებით გასეირნებაა. 27-კილომეტრიან მანძილზე გათვალისწინებულია ოთხი 10-წუთიანი დასვენება. ორგანიზატორები მონაწილეებს სიურპრიზს უმზადებენ. შესანიშნავი საშუალება - ერთდროულად გაისეირნოთ ველოსიპედით და დატკბეთ თბილისის ხედებით.
რუსული ცირკი
როდის: 15 და 16 იანვარი, 13:00 და 17:00
სად: თბილისის ცირკი (გმირთა მოედანი, 1)
ვინც ვერ მოასწრო ყინულზე საცირკო წარმოდგენის ნახვა იანვრის დასაწყისში, მათ შეუძლიათ დანაკლისი აინაზღაურონ შაბათს და კვირას. ორგანიზატორებმა ორი დღით გაახანგრძლივეს წარმოდგენები, რათა ყველა მსურველმა შეძლოს შთამბეჭდავი ლაზერშოუს, კლოუნების, ჟონგლიორებისა და აკრობატების თავბრუდამხვევი ნომრების ნახვა.
რა ხდება თეატრებში?
14 იანვარი
მოზარდ მაყურებელთა თეატრი - „წითელი ფეხსაცმელი და კალის ჯარისკაცი“
თავისუფალი თეატრი - „სამი ჰალსტუხიანი და ანგელოზი“
მოზარდ მაყურებელთა თეატრი - „ეს მე ვარ, ნიკოლოზ ბარათაშვილი“
რუსთაველის თეატრი - „ჰედა გაბლერი“
ახმეტელის თეატრი - „ჯადოსნური წრე“
თეატრი ათონელზე - „ღმერთები“
მარჯანიშვილის თეატრი - „იდუმალი ვარიაციები“
15 იანვარი
თეატრი ათონელზე - „ღმერთები“
თოჯინების თეატრი - „დედაენა“
მოზარდ მაყურებელთა თეატრი - „იავნანამ რა ჰქმნა“
ახმეტელის თეატრი - „თოვლის დედოფალი“
მოზარდ მაყურებელთა თეატრი - „თაგუნები და ყველი“
თავისუფალი თეატრი - „2030 - დასაკარგი არაფერი გვაქვს“
ახმეტელის თეატრი - „HELLADOS“
მოზარდ მაყურებელთა თეატრი - „ფრთხილად, ადამსები“
რუსთაველის თეატრი - „12 განრისხებული მამაკაცი“
მარჯანიშვილის თეატრი - „ინციდენტი მეტროში“
თუმანიშვილის თეატრი - „7 პ. პ. (შვიდი პატარა პიესა)“
16 იანვარი
სამეფო უბნის თეატრი - „დეკალოგი“
თოჯინების თეატრი - „მიფრინავდნენ წეროები“
მოზარდ მაყურებელთა თეატრი - „ურჩხული და ლამაზმანი“
მოზარდ მაყურებელთა თეატრი - „შვლის ნუკრის ნაამბობი“
თავისუფალი თეატრი - „კავკასიური ცარცის წრე“
ახმეტელის თეატრი - „ბრუტუსი ანუ იულიუს კეისრის მკვლელობა“
რუსთაველის თეატრი - „თამაშის დასასრული“
მარჯანიშვილის თეატრი - „ჟოლო“
თუმანიშვილის თეატრი - „ჰამლეტი/მანქანა“
სამეფო უბნის თეატრი - „ბეჩავი“
კინოთეატრები
„ადამიანი-ობობა: სახლისკენ გზა არ არის“
„მატრიცა: გამოცოცხლება“
„გუჩის სახლი“
„მეოთხე ბრაიტონი“
„ვესტსაიდის ისტორია“
„დიუნა“
„კოდი 355“
„რას ვხედავთ, როცა ცას ვუყურებთ“
„ძირტკბილას პიცა“
„ჯადოსნური ახალი წელი“
სასიამოვნო დასვენების დღეებს გისურვებთ!